წყლის საკეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''წყლის საკეტი''' – მოწყობილობა, რომელიც ეწინააღმდეგება აირე...)

15:55, 3 ნოემბერი 2022-ის ვერსია

წყლის საკეტი – მოწყობილობა, რომელიც ეწინააღმდეგება აირების შეღწევას ერთი სივრციდან მეორეში და რომელშიც აირების არასასურველი მიმართულებით მოძრაობისათვის წყლის ფენა დაბრკოლებას წარმოადგენს.

წყლის საკეტს აყენებენ სანტექნიკურ მოწყობილობებში (ნიჟარა, უნიტაზი და სხვ.), აირსაშემდუღებლო მოწყობილობებში (აცეტილენური გენერატორი); ზოგჯერ წყლის საკეტს ამონტაჟებენ ორთქლძალური მილგაყვანილობის დანადგარებსა და აირსაცავებზე. მაგ., სანათურაში აირების ნარევის აფეთქებისას „უკუ დარტყმის” შედეგად აირი მიეწოდება წყლის საკეტში ონკანის გავლით და ამჭიდროებს წყალს მილაკში წყლის საცობის შესაქმნელად; წყლის დონე წყლის საკეტში მცირდება და აირი მილაკის გავლით ატმოსფეროში გაედინება.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები