ჭვრიტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ნეკერჩხლის „ჭვრიტე” (თვალი) '''ჭვრიტე''' (თვალი) – [...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:48, 3 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

ნეკერჩხლის „ჭვრიტე” (თვალი)

ჭვრიტე (თვალი) – მერქნის მანკი, ზრდაში განუვითარებელი მძინარე „თირკმლების” ნაკვალევი. ახასიათებს კარელიის არყის ხეს, ნეკერჩხალს, ალვის ხესა და კოპიტს. ამცირებს მერქნის სიმტკიცეს სტატიკური ღუნვისას და წინაღობას დარტყმით ღუნვაზე, თუ ის მოთავსებულია გაჭიმული ზონის საშიშ უბანზე. გავლენას არ ახდენს სიმტკიცეზე კუმშვისას და ახლეჩისას.

არსებობს შემდეგი სახის ჭვრიტე: გაბნეული – განლაგებული ერთმანეთისაგან 10 მმ და მეტი დაშორებით; ჯგუფური – 3 და უფრო მეტი შეყურსულია უბანზე, რომლის ზომაა 10 მმ-ზე ნაკლები; ზოგჯერ უკავიათ ფართობი 50-100 სმ2; ღია – რომელიც გარეგნულად უახლოვდება მერქნის ფერს; მუქი – მერქანზე გაცილებით მუქი ფერის.



[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები