ხის ხიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 8: ხაზი 8:
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:არქიტექტურული ტერმინები]]
 
[[კატეგორია:არქიტექტურული ტერმინები]]
[[კატეგორია:ხიდი]]
+
[[კატეგორია:ხიდის სახეობები]]

მიმდინარე ცვლილება 14:06, 8 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

კინტაის ხის ხიდი სიგრძით 193,3 მ; ქ. ივაკუნი, იაპონია

ხის ხიდიხიდი, რომლის მალის ნაშენი შესრულებულია მერქნისაგან. მისი ძირითადი სისტემებია: კოჭური, კოჭურ-დოინჯიანი, კოჭური გისოსებიანი წამწეებით, თაღოვანი და კომბინირებული.

ხის ხიდი ფართოდ გამოიყენება დროებითი ნაგებობებისათვის ძველი ხიდის რემონტის ან ახალი ხიდის მშენებლობისას დამხმარე გადასასვლელის მოსაწყობად. მუდმივი ხის ხიდი შენდება მცირე მალების შემთხვევაში საავტომობილო გზებზე, ქალაქებში და დასახლებულ პუნქტებში, თუმცა, მას შემდეგ, რაც პრაქტიკაში შემოვიდა მოდიფიცირებული და ნანოტექნოლოგიებით დამზადებული მერქანი, დასავლეთში დაიწყეს დიდმალიანი თაღოვანი ხის ხიდების მშენებლობა. ხის ხიდის ღირებულება გაცილებით ნაკლებია სხვა მასალებისაგან დამზადებულ ხიდებთან შედარებით, მაგრამ ძვირია ექსპლუატაციაში, ხანგამძლეობაც ნაკლები აქვს, ამიტომ მათი გამოყენება საგზაო მშენებლობაში შეზღუდულია.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები