კოშკური ტიპის მზის ელექტროსადგური
(→წყარო) |
|||
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ელექტროსადგურები]] |
[[კატეგორია:ენერგეტიკა]] | [[კატეგორია:ენერგეტიკა]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:46, 16 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
ოშკური ტიპის მზის ელექტროსადგური − მზის ელექტროსადგურის სახეობა, სადაც მზის ენერგიის გამოყენება ხდება ირიბად – ცხელი წყლის ორთქლის კინეტიკური ენერგიის სახით. კონსტრუქცია შედგება სისტემის ცენტრში განთავსებული მაღალი კოშკისაგან, რომლის თავზე დამონტაჟებულია შავად შეღებილი (ხილული და უხილავი გამოსხივების კარგად შთანთქმისათვის) რეზერვუარი წყლით და კოშკის ინგვლივ წრიულად დაყენებული ჰელიოსტატების სისტემებისაგან (სარკეებისაგან). სისტემის გამართულად მუშაობისათვის ყველაზე რთული ამოცანაა სარკეების ერთიანი პოზიციურობა ისე, რომ დროის ნებისმიერ მომენტში სარკეებიდან არეკლილი სხივები ხვდებოდეს რეზერვუარს. მზიან ამინდში ტემპერატურამ რეზერვუარში შეიძლება მიაღწიოს 7000C. ასეთი ტემპერატურული პარამეტრები საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნეს ტრადიციული თბოელექტროსადგურების სტანდარტული ტურბინები.