ვინიპლასტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 19: ხაზი 19:
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:სამშენებლო მასალები]]
 
[[კატეგორია:სამშენებლო მასალები]]
[[კატეგორია:თერმოპლასტიკური მასალები]]
 
 
[[კატეგორია:აფსკური მასალები]]
 
[[კატეგორია:აფსკური მასალები]]

13:36, 17 ნოემბერი 2022-ის ვერსია

ვინიპლასტი

ვინიპლასტი – გაუმჭვირი ხისტი თერმოპლასტიკური მასა, მიღებული პოლივინილქლორიდისა და პერქლორვინილის საფუძველზე. მასში შედის აგრეთვე თერმო- და შუქსტაბილიზატორი, ანტიოქსიდანტები (ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლიან მასალის რღვევას ექსპლუატაციისა და გადამუშავების დროს), საპოხი მასალები (რომლებიც ამსუბუქებენ დამუშავებისა და გადამუშავების პროცესს), პიგმენტები (ფერადი ნაკეთობების მისაღებად). არ შედის პლასტიფიკატორი. ვინიპლასტი უწვადი მასალაა, არ აქვს სუნი, კარგად ექვემდებარება მექანიკურ დამუშავებას, შედუღებას, შეწებებას, მედეგია მჟავებისა და ტუტეების მიმართ, მაგრამ არამედეგია არომატული და დაქლორილი ნახშირწყალბადებისადმი. შესანიშნავად ეკვრის ხის, ლითონისა და ბეტონის ზედაპირებს. გამოიყენება მილგაყვანილობის, ჭურჭლების, ფურცლების, პროფილების, იატაკისა და კედლების მოსაპირკეთებელი ფილების დასამზადებლად. მშენებლობისათვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ფურცლოვანი ვინიპლასტი, რომელიც ქიმიურად მდგრადი პოლიმერული მასალაა.

ტექნიკური მახასიათებლები:

  • სიმკვრივე – 1,35-1,43 გ/სმ3;
  • სიმტკიცე გაჭიმვაზე – 40-70 მპა;
  • სიმტკიცე კუმშვაზე – 60-160 მპა;
  • სიმტკიცე სტატიკურ ღუნვაზე – 70-120 მპა;
  • დრეკადობის მოდული – 3000-4000 მპა;
  • ფარდობითი წაგრძელება გაგლეჯაზე – 17%;
  • დარბილების ტემპერატურა – 86°C;
  • ყინვამედეგობა – –15°C;
  • სიმაგრე ბრინელის მიხედვით – 13-16 მპა;
  • ტემპერატურული გაფართოება – არაუმეტეს 3%-ისა;
  • წყალშთანთქმა 24 საათში 20°C ტემპერატურაზე – არაუმეტეს 0,1%.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები