წყალსათბობი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყალსათბობი ქვაბი-უტილიზატორი)
 
ხაზი 11: ხაზი 11:
  
 
==== წყალსათბობი ქვაბი-უტილიზატორი ====
 
==== წყალსათბობი ქვაბი-უტილიზატორი ====
წყალსათბობი ქვაბი, რომელშიც წყლის გასათბობად გამოიყენება [[დიზელი]]ს, აირტურბინის დანადგარის, საშრობი კამერის ან ღუმლების ნამუშევარი (მეორეული) გაზის სითბო, რომლის ტემპერატურა დაახლოებით 350-700°C-ია. მეორეული გაზი შეიცავს მტვერსა და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს (კალციუმი, ნატრიუმი, [[გოგირდი]]), რაც იწვევს მილსადენებზე ნალექის დადებას და [[კოროზია]]ს, ამიტომ მოხმარებამდე ხდება მისი გაწმენდა ციკლონებსა და ელექტროფილტრებში. წყალსათბობი ქვაბი-უტილიზატორი გამოიყენება ქიმიურ, ნავთობის, კვების, საფეიქრო და [[მრეწველობა|მრეწველობის]] სხვა დარგებში.
+
წყალსათბობი ქვაბი, რომელშიც წყლის გასათბობად გამოიყენება დიზელის, აირტურბინის დანადგარის, საშრობი კამერის ან ღუმლების ნამუშევარი (მეორეული) გაზის სითბო, რომლის ტემპერატურა დაახლოებით 350-700°C-ია. მეორეული გაზი შეიცავს მტვერსა და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს (კალციუმი, ნატრიუმი, [[გოგირდი]]), რაც იწვევს მილსადენებზე ნალექის დადებას და [[კოროზია]]ს, ამიტომ მოხმარებამდე ხდება მისი გაწმენდა ციკლონებსა და ელექტროფილტრებში. წყალსათბობი ქვაბი-უტილიზატორი გამოიყენება ქიმიურ, ნავთობის, კვების, საფეიქრო და [[მრეწველობა|მრეწველობის]] სხვა დარგებში.
 
+
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

მიმდინარე ცვლილება 12:25, 28 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

წყალსათბობიდანადგარი წყლის გასაცხელებლად ორთქლის, ცხელი წყლის, აირისა და ელექტროენერგის მეშვეობით. წყალსათბობი გამოიყენება ცხელი წყალმომარაგებისა და წყლით გათბობის სისტემებში, სასმელი წყლის გასათბობად საქვაბეებში და სხვ. უმეტესად გავრცელებულია ზედაპირული წყალსათბობი, რომელშიც სითბო გამოიყოფა ორთქლით ან ცხელი წყლით გაცხელებული ლითონის მილის ზედაპირიდან. ადგილობრივ წყალსათბობებს მიეკუთვნება აბაზანის სვეტები (რეზერვუარები), ქურაში განთავსებული კლაკნილები, წყალგამათბობელი ყუთები, სადუღრები და სხვ.

სარჩევი

[რედაქტირება] წყალსათბობი ქვაბი ბუნებრივი ცირკულაციით

წყალსათბობი ქვაბი, რომელშიც წყლის ცირკულაცია ხორციელდება წყლის სიმკვრივეებს შორის სხვაობის ხარჯზე.

[რედაქტირება] წყალსათბობი ქვაბი იძულებითი ცირკულაციით

წყალსათბობი ქვაბი, რომელშიც წყლის ცირკულაცია ხორციელდება ტუმბოს მეშვეობით.

[რედაქტირება] წყალსათბობი ქვაბი კომბინირებული ცირკულაციით

წყალსათბობი ქვაბი, რომელშიც არსებობს წყლის ბუნებრივი და იძულებითი ცირკულაციის კონტურები.

[რედაქტირება] წყალსათბობი ქვაბი-უტილიზატორი

წყალსათბობი ქვაბი, რომელშიც წყლის გასათბობად გამოიყენება დიზელის, აირტურბინის დანადგარის, საშრობი კამერის ან ღუმლების ნამუშევარი (მეორეული) გაზის სითბო, რომლის ტემპერატურა დაახლოებით 350-700°C-ია. მეორეული გაზი შეიცავს მტვერსა და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს (კალციუმი, ნატრიუმი, გოგირდი), რაც იწვევს მილსადენებზე ნალექის დადებას და კოროზიას, ამიტომ მოხმარებამდე ხდება მისი გაწმენდა ციკლონებსა და ელექტროფილტრებში. წყალსათბობი ქვაბი-უტილიზატორი გამოიყენება ქიმიურ, ნავთობის, კვების, საფეიქრო და მრეწველობის სხვა დარგებში.

[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები