თავისუფალი ეკონომიკური ზონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''თავისუფალი ეკონომიკური ზონა (თეზ)''' - (tree economical area) - ქვეყნის ტერიტორიის ის ნაწილი, სადაც სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის საფუძველზე იქმნება ხელსაყრელი პირობები სხვადასხვაგვარი საგარეო-ეკონომიკური ოპერაციებისათვის. მისთვის დამახასიათებელი ნიშანია თავისუფალი ან შეღავათიანი [[მეწარმეობა]], რომელიც იძლევა უახლესი ტექნოლოგიის, ნოუ-ჰაუს შესაძენად საჭირო დროისა და დანახარჯების მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას, ხელს უწყობს [[ვალუტა|ვალუტის]] მოზიდვას საქონლისა და [[მომსახურება|მომსახურების]] [[ექსპორტი]]ს ხარჯზე და ზრდის უცხოურ კაპიტალდაბანდებებს.
+
'''თავისუფალი ეკონომიკური ზონა (თეზ)''' - (tree economical area) - ქვეყნის ტერიტორიის ის ნაწილი, სადაც სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის საფუძველზე იქმნება ხელსაყრელი პირობები სხვადასხვაგვარი საგარეო-ეკონომიკური ოპერაციებისათვის. მისთვის დამახასიათებელი ნიშანია თავისუფალი ან შეღავათიანი [[მეწარმეობა]], რომელიც იძლევა უახლესი ტექნოლოგიის, [[ნოუ-ჰაუ]]ს შესაძენად საჭირო დროისა და დანახარჯების მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას, ხელს უწყობს [[ვალუტა|ვალუტის]] მოზიდვას საქონლისა და [[მომსახურება|მომსახურების]] [[ექსპორტი]]ს ხარჯზე და ზრდის უცხოურ კაპიტალდაბანდებებს.
  
 
არსებობს '''თეზ'''-ის სამი ტიპი:<br />
 
არსებობს '''თეზ'''-ის სამი ტიპი:<br />

მიმდინარე ცვლილება 12:50, 14 დეკემბერი 2022 მდგომარეობით

თავისუფალი ეკონომიკური ზონა (თეზ) - (tree economical area) - ქვეყნის ტერიტორიის ის ნაწილი, სადაც სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის საფუძველზე იქმნება ხელსაყრელი პირობები სხვადასხვაგვარი საგარეო-ეკონომიკური ოპერაციებისათვის. მისთვის დამახასიათებელი ნიშანია თავისუფალი ან შეღავათიანი მეწარმეობა, რომელიც იძლევა უახლესი ტექნოლოგიის, ნოუ-ჰაუს შესაძენად საჭირო დროისა და დანახარჯების მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას, ხელს უწყობს ვალუტის მოზიდვას საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ხარჯზე და ზრდის უცხოურ კაპიტალდაბანდებებს.

არსებობს თეზ-ის სამი ტიპი:
1. წარმოებრივი ზონები;
2. თავისუფალი პორტები და თავისუფალი ვაჭრობის ზონები;
3. საექსპორტო მრეწველობის ზონები.

სარჩევი

[რედაქტირება] წარმოებრივი ზონა

წარმოებრივი ზონა შემოსაზღვრული ტერიტორია ქვეყნის შიგნით, სადაც წესდება განსაკუთრებული შეღავათები (დაბეგვრის, ამორტიზაციის ნორმის და ა.შ. ნაწილში) მეურნეობის წარმართვისათვის.

[რედაქტირება] თავისუფალი პორტები და თავისუფალი ვაჭრობის ზონები

თავისუფალ პორტსა (აეროპორტშიც) და თავისუფალი ვაჭრობის ზონაში შეტანისას ბაჟს არ ახდევინებენ, სანამ საქონელი საწყობშია და რეალიზებული არ არის.

[რედაქტირება] საექსპორტო მრეწველობის ზონები

საექსპორტო მრეწველობის ზონაში უბაჟოდ შეაქვთ საქონელი, საზღვარგარეთ გასატანად გამოსაშვები პროდუქციისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილები, დასაკომპლექტებელი მასალები და ნაკეთობები.

განასხვავებენ აგრეთვე თავისუფალი (ერთობლივი) მეწარმეობის ზონებს და საექსპორტო ეკონომიკურ ზონებს.



[რედაქტირება] წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები