ნეოკლასიკური სინთეზი (ეკონომიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''„ნეოკლასიკური სინთეზი“''' - (neoclassical synthesys), [[კეინზიანელობა|კეინზ...)
 

მიმდინარე ცვლილება 12:56, 14 დეკემბერი 2022 მდგომარეობით

„ნეოკლასიკური სინთეზი“ - (neoclassical synthesys), კეინზიანური და ნეოკლასიკური შეხედულებების თავისებური სინთეზი ანუ როგორც კეინზიანური, ისე ნეოკლასიკური მიდგომების მნიშვნელოვანი ელემენტების გათვალისწინება სახელმწიფოსა და ბაზრის ურთიერთობაში.

ნეოკლასიკური სინთეზი მაკროეკონომიკური წონასწორობისა და ეროვნული შემოსავლის ზრდის კონცეფციას აერთიანებს ნეოკლასიკური თეორიის ჩარჩოებში ჩამოყალიბებულ ფასწარმოქმნისა და შემოსავლის განაწილების ზოგად კონცეფციასთან. იგი გულისხმობს ეკონომიკური დაცემის პირობებში მოთხოვნის რეგულირების კეინზიანური მეთოდების გამოყენებას და, პირიქით, საწარმოო სიმძლავრეებისა და სამუშაო ძალის არსებული რეზერვების ამოწურვისას წარმოებრივი პოტენციალის ზრდის ყოველმხრივ სტიმულირებას.

ნეოკლასიკური სინთეზი წინა პლანზე პრობლემათა ორ ჯგუფს აყენებს: ეკონომიკის დინამიკური (მდგრადი) წონასწორობისა და პოტენციური შესაძლებლობების ზრდის პრობლემებს, რომელთა გადაჭრაში მაკროეკონომიკურ პროპორციებს განმსაზღვრელ როლს ანიჭებს. უკანასკნელ პერიოდში განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაში მაკროეკონომიკური ნეოლიბერალიზმი ლირების „ტრადიციულმა მოდელმა” არსებითი ცვლილებები განიცადა. გამოიკვეთა საბაზრო სისტემის განვითარების ახალი მიმართულებები, რომლებიც ატარებენ არა კონიუნქტურულ, არამედ გრძელვადიანი ტენდენციების ხასიათს. XX საუკუნის 80-იან წლებში მათ ეკონომიკურ განვითარებას საფუძვლად დაედო „ნეოკლასიკური სინთეზი”, რომელიც ერთ ათეულ წელზე მეტ ხანს გამოიყენებოდა წარმატებით ამ ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაში.



[რედაქტირება] წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები