საქონლის ბაზარი
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''საქონლის ბაზარი''' - (commodity market) | + | '''საქონლის ბაზარი''' - (commodity market), მატერიალურ-ნივთობრივი [[პროდუქტი|პროდუქტების]] ყიდვა-გაყიდვის აქტების ერთობლიობა. საქონლის ბაზარი მოიცავს [[წარმოება|წარმოების]] საშუალებებისა (საწარმოს შენობა-ნაგებობების, მოწყობილობების, [[დანადგარი|დანადგარების]], ნედლეულის, [[სათბობი]]სა და ა.შ.) და საბოლოო მოხმარების საგნების (როგორც ყოველდღიური, ისე ხანგრძლივი მოხმარების საგნების) ფართო სპექტრს და, შესაბამისად, იყოფა ცალკეულ, უფრო ვიწრო [[ბაზარი (ეკონომიკა)|ბაზრებად]]. |
| + | |||
| + | საბოლოო მოხმარების საგნების ბაზარზე მოთხოვნის კონცენტრაციის დონე გაცილებით დაბალია, ვიდრე წარმოების საშუალებების ბაზარზე. სამაგიეროდ, პირველი ხასიათდება უფრო მაღალი მოთხოვნის ელასტიკურობით. ამასთან, საბოლოო მოხმარების საგნების ბაზარზე [[საქონელი|საქონლის]] რეალიზაციას ნაკლები შუალედური რგოლი სჭირდება, ვიდრე წარმოების საშუალებების ბაზარზე. საქონლის ბაზრის კონიუნქტურაზე აქტიურ ზემოქმედებას ახდენს [[ფასი|ფასების]] დონე, [[ფული]]ს მიმოქცევის მდგომარეობა, მოსახლეობის შემოსავლების დინამიკა, საბანკო პროცენტის დონე, დაკრედიტების რეჟიმი, დაბეგვრის ხასიათი, საინვესტიციო ბაზრის მდგომარეობა და სხვ. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე საგარეო-ეკონომიკურ ფაქტორს: [[საბაჟო]] პოლიტიკის ლიბერალიზაცია და უცხოური [[ინვესტიცია|ინვესტირებისათვის]] ხელსაყრელი პირობების შექმნა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქონლის ბაზრის [[დეფიციტი (ეკონომიკა)|დეფიციტის]] დაძლევასა და [[ინფლაციის დონე|ინფლაციის დონის]] დაქვეითებას. | ||
| + | |||
| − | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| − | |||
[[კატეგორია:ეკონომიკური ტერმინები]] | [[კატეგორია:ეკონომიკური ტერმინები]] | ||
| + | [[კატეგორია:ბაზარი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:27, 16 დეკემბერი 2022 მდგომარეობით
საქონლის ბაზარი - (commodity market), მატერიალურ-ნივთობრივი პროდუქტების ყიდვა-გაყიდვის აქტების ერთობლიობა. საქონლის ბაზარი მოიცავს წარმოების საშუალებებისა (საწარმოს შენობა-ნაგებობების, მოწყობილობების, დანადგარების, ნედლეულის, სათბობისა და ა.შ.) და საბოლოო მოხმარების საგნების (როგორც ყოველდღიური, ისე ხანგრძლივი მოხმარების საგნების) ფართო სპექტრს და, შესაბამისად, იყოფა ცალკეულ, უფრო ვიწრო ბაზრებად.
საბოლოო მოხმარების საგნების ბაზარზე მოთხოვნის კონცენტრაციის დონე გაცილებით დაბალია, ვიდრე წარმოების საშუალებების ბაზარზე. სამაგიეროდ, პირველი ხასიათდება უფრო მაღალი მოთხოვნის ელასტიკურობით. ამასთან, საბოლოო მოხმარების საგნების ბაზარზე საქონლის რეალიზაციას ნაკლები შუალედური რგოლი სჭირდება, ვიდრე წარმოების საშუალებების ბაზარზე. საქონლის ბაზრის კონიუნქტურაზე აქტიურ ზემოქმედებას ახდენს ფასების დონე, ფულის მიმოქცევის მდგომარეობა, მოსახლეობის შემოსავლების დინამიკა, საბანკო პროცენტის დონე, დაკრედიტების რეჟიმი, დაბეგვრის ხასიათი, საინვესტიციო ბაზრის მდგომარეობა და სხვ. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე საგარეო-ეკონომიკურ ფაქტორს: საბაჟო პოლიტიკის ლიბერალიზაცია და უცხოური ინვესტირებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქონლის ბაზრის დეფიციტის დაძლევასა და ინფლაციის დონის დაქვეითებას.