ატმოსფეროს გაბინძურება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ატმოსფეროს გაბინძურება''' – ჰაერის სახიფათო გაბინძურება, რ...) |
14:20, 18 იანვარი 2023-ის ვერსია
ატმოსფეროს გაბინძურება – ჰაერის სახიფათო გაბინძურება, რომლის წარმოშობა დაკავშირებულია წიაღისეული სათბობის წვასთან. გამოვლენილია 2000-ზე მეტი ჰაერის გამაბინძურებელი, რომელთა დიდი ნაწილი ადამიანის სამეურნეო საქმიანობას უკავშირდება. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: გოგირდოვანი გაზი (SO2), აზოტის ოქსიდები (N2O, NO, NO2), გოგირდწყალბადი (H2S), ამიაკი (NH3), ბენზ(ა)პირენი (C20H12), მტვერი.
ზოგჯერ მზის სხივების მოქმედებით აზოტისა და ნახშირწყალბადების ოქსიდებისაგან შეიძლება წარმოიქმნას ახალი შენაერთები - ფოტოოქსიდანტები: ოზონი, აზოტის მჟავა, რომლებიც ადამიანში სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების ანთებებს იწვევენ.