ფოროპლასტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 17: ხაზი 17:
 
[[ქაფპლასტი]]საგან განსხვავებით ფოროპლასტს ახასიათებს მაღალი აირგამტარობა და წყალშთანთქმა. ხისტი ფოროპლასტი ქაფპოლივინილქლორიდის, [[ქაფპოლიურეთანი]]ს ან [[ქაფპოლისტირენი]]ს საფუძველზე მშენებლობაში გამოიყენება, როგორც ბგერამშთანთქავი და თბოსაიზოლაციო მასალა.
 
[[ქაფპლასტი]]საგან განსხვავებით ფოროპლასტს ახასიათებს მაღალი აირგამტარობა და წყალშთანთქმა. ხისტი ფოროპლასტი ქაფპოლივინილქლორიდის, [[ქაფპოლიურეთანი]]ს ან [[ქაფპოლისტირენი]]ს საფუძველზე მშენებლობაში გამოიყენება, როგორც ბგერამშთანთქავი და თბოსაიზოლაციო მასალა.
  
 
+
ელასტიკური ფოროპლასტისგან ამზადებენ რბილ [[ავეჯი|ავეჯს]]. დიდი გამოყენება აქვს ყოფა-ცხოვრებაშიც სხვადასხვა წვრილმანი ნივთების დასამზადებლად
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

21:48, 15 თებერვალი 2023-ის ვერსია

ღრუბლისებრი ფოროპლასტი

ფოროპლასტი – ღრუბლისებრი სტრუქტურის მსუბუქი თბოსაიზოლაციო მასალაა, რომელიც ძალიან ჩამოჰგავს ქაფპლასტს, მაგრამ განსხვავდება მისგან უფრო მაღალი ტენ და წყალშთანთქმის უნარით, ამაღლებული თბოგამტარობითა და დაბალი ელექტროსაიზოლაციო თვისებებით (სიმკვრივე – 3-50 კგ/მ3; ფორიანობა – 95%-მდე; თბოგამტარობა – 0,025-0,05 კკალ/მ·სთ·გრად).

ფოროპლასტის მისაღებად გამოიყენება სხვადასხვა სინთეზური ფისები, როგორიცაა:

ფორების წარმოსაქმნელად კი ძირითადად გამოიყენება ასაფუებელი ნივთიერებები ამონიუმის კარბონატის ან ნატრიუმის ბიკარბონატის სახით.

ფოროპლასტის ნაკეთობები მზადდება დაწნეხის მეთოდით: თავდაპირველად საწყისი ნივთიერება დაიწნეხება წნეხფორმაში და გაცხელდება ფორმაწარმომქმნელის დაშლის ტემპერატურამდე. შემდეგ წნეხფორმის პუანსონი აიწევა ზევით, პლასტმასი აფუვდება, შეავსებს ფორმას და გაცივების შემდეგ ამოიღება ფორმიდან.

ქაფპლასტისაგან განსხვავებით ფოროპლასტს ახასიათებს მაღალი აირგამტარობა და წყალშთანთქმა. ხისტი ფოროპლასტი ქაფპოლივინილქლორიდის, ქაფპოლიურეთანის ან ქაფპოლისტირენის საფუძველზე მშენებლობაში გამოიყენება, როგორც ბგერამშთანთქავი და თბოსაიზოლაციო მასალა.

ელასტიკური ფოროპლასტისგან ამზადებენ რბილ ავეჯს. დიდი გამოყენება აქვს ყოფა-ცხოვრებაშიც სხვადასხვა წვრილმანი ნივთების დასამზადებლად

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები