დადაიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დადაიზმი''' – (ფრანგ. dadaisme, < dada – აბდაუბდა, ბავშვური ლუღლუღი) – მო...)

00:53, 9 მარტი 2023-ის ვერსია

დადაიზმი – (ფრანგ. dadaisme, < dada – აბდაუბდა, ბავშვური ლუღლუღი) – მოდერნისტული მოძრაობა დასავლეთ ევროპის ლიტერატურასა და ხელოვნებაში (ძირითადად საფრანგეთსა და გერმანიაში). დადაიზმი აღმოცენდა შვეიცარიაში 1916 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს, მეომარი ქვეყნებიდან წამოსული ემიგრანტების წრეში, რომლებიც გმობდნენ ამ ომს. დადაისტები იკრიბებოდნენ ციურიხში, ერთ-ერთ კაბარეში, შეგნებულად აღიზიანებდნენ პუბლიკას სკანდალური გამოსვლებით, იმპროვიზებული სპექტაკლებით, მანიფესტებით. აღიარებდნენ ხელოვნების აბსოლუტურობას, მის არსებობას ყოველგვარი მინარევების გარეშე.

1923-24 წწ. დადაიზმი კარგავს მთლიანობას. ფრანგი დადაისტები ყალიბდებიან სურრეალისტებად, გერმანელები – ექსპრესიონისტებად.

დადაიზმი შემოქმედებითი პროცესის სათავედ მიიჩნევს ალოგიზმს, უარყოფს კონკრეტული შინაარსის მქონე სიტყვას და მის ნაცვლად იყენებს ირაციონალურ ბგერებს.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები