სულელი (ამპლუა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''„სულელი“''' – ადრეული შუასაუკუნეების თეატრის სცენური [[ამპ...) |
მიმდინარე ცვლილება 15:06, 5 მაისი 2023 მდგომარეობით
„სულელი“ – ადრეული შუასაუკუნეების თეატრის სცენური ამპლუა. წარმოიშვა კომიკურ თეატრალურ „საძმოებში“.
მასხარას კოსტიუმში გამოწყობილი „სულელი“, მუდმივად მონაწილეობდა პაროდიულ სოტიში, მისტერიალურ წარმოდგენებში. მისი ტექსტი, უფრო ხშირად, აგებული იყო იმპროვიზაციაზე. როგორც თეატრალური პერსონაჟი, მაღალი სტილის დრამატურგიაში „სულელი“ შეყვანილ იქნა ადამ დე ლა ალის მიერ („თამაში ფანჩატურში“). „სულელის“ ნაირსახეობაა მასხარა, ესოდენ ფართოდ გამოყენებული რენესანსული დრამატურგიის მიერ.