უდარდელი ბიჭები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''„უდარდელი ბიჭები“''' – ნახევრად სამოყვარულო ფრანგული კომედ...)
 

მიმდინარე ცვლილება 11:36, 8 მაისი 2023 მდგომარეობით

„უდარდელი ბიჭები“ – ნახევრად სამოყვარულო ფრანგული კომედიური თეატრალური ორგანიზაცია. შეიქმნა პარიზში მე-14 საუკუნის ბოლოს. აგრძელებდა შუასაუკუნეების კორპორაცია „სულელების“ ტრადიციებს („უდარდელი ბიჭები“ თავის წრეში ირჩევდნენ „სულელების უფლისწულს“ და „სულელთა დედას“). მათი მასხარული ჩაცმულობა იყო ყვითელ-მწვანე ფერის, ეჟვნებიანი წამოსასხამით და წაწვეტებული ჩაჩით, რომელზეც დამაგრებული იყო ვირის ყურები. „უდარდელმა ბიჭებმა“ შექმნეს თავისებური სატირული ლიტერატურული ჟანრი – სოტი.



[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები