არაგონი ლუი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლუი არაგონი“ გადაიტანა გვერდზე „არაგონი ლუი“ გადამისამართება...)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Lui aragoni.JPG|thumb|150პქ|ლუი არაგონი]]
 
'''ლუი არაგონი''' – (''ფრანგ.'' Louis Aragon, ნამდვილი გვარი ანდრიე, (1897-1982), ფრანგი მწერალი, პოეტური კრებულების, პოემების, რომანების, მოთხრობების, პუბლიცისტიკის, ლიტერატურულ-კრიტიკული ესსეების ავტორი.  
 
'''ლუი არაგონი''' – (''ფრანგ.'' Louis Aragon, ნამდვილი გვარი ანდრიე, (1897-1982), ფრანგი მწერალი, პოეტური კრებულების, პოემების, რომანების, მოთხრობების, პუბლიცისტიკის, ლიტერატურულ-კრიტიკული ესსეების ავტორი.  
  

14:41, 19 მაისი 2023-ის ვერსია

ლუი არაგონი

ლუი არაგონი – (ფრანგ. Louis Aragon, ნამდვილი გვარი ანდრიე, (1897-1982), ფრანგი მწერალი, პოეტური კრებულების, პოემების, რომანების, მოთხრობების, პუბლიცისტიკის, ლიტერატურულ-კრიტიკული ესსეების ავტორი.

1915 წლიდან სწავლობდა პარიზის უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტეზე, დაინტერესებული იყო და მეგობრობდა დადაიზმისა და სიურრეალიზმის მიმდინარეობის წარმომადგენლებთან. უნივერსიტეტიდან წავიდა პირველ მსოფლიო ომში – როგორც მოხალისე. 1927 წელს შევიდა საფრანგეთის კომუნისტურ პარტიაში და ამასთანავე გახდა აქტიური ჟურნალისტი. 1932 წლის აგვისტოში იმოგზაურა საბჭოთა კავშირში და შექმნა ლექსების ციკლი „ვაშა ურალს“. 1933-39 წლებში აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთთან „უმანიტ“. მეორე მსოფლიო ომის დროს მონაწილეობას იღებდა წინააღმდეგობრივ მოძრაობაში, იყო ეროვნული ფრონტის წევრი და თანამშრომლობდა სხვადასხვა საგამომცემლო სახლებთან და ფრანგულ პრესასთან. ამ პერიოდში იბეჭდება არაგონის ლექსები ციკლიდან „ფეირვერკი“ და „დანა გულში“. 1957 წელს მიიღო ლენინური პრემია ხალხთა შორის მშვიდობის დამყარების ხელშეწყობისათვის.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები