ბერბეჯი რიჩარდ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: რიჩარდ ბერბეჯი '''რიჩარდ ბერბეჯი''' – (1567-1619)...) |
12:08, 22 მაისი 2023-ის ვერსია
რიჩარდ ბერბეჯი – (1567-1619) ინგლისელ მსახიობთა და თეატრალურ მოღვაწეთა ოჯახის წარმომადგენელი, ჯეიმს ბერბეჯის შვილი და ქათბერთ ბერბეჯის ძმა; აღორძინების ეპოქის უთვალსაჩინოსი წარმომადგენელი, შექსპირის მეგობარი და მუდმივი თანამშრომელი. მას ჰქონდა არაჩვეულებრივი ტრაგედიული ნიჭი, შექსპირმა მისთვის დაწერა რიჩარდ III, ჰამლეტის, ოტელოს, ლირის, მაკბეტის, პროსპეროს (და სხვ.) როლები. თანამედროვეთა შეფასებანი მეტყველებენ, რომ იგი იყო დიდი ოსტატი, ჰქონდა არაჩვეულებრივი გარდასახვის უნარი, გამომსახველი დეკლამაცია, შესანიშნავად დამუშავებული მიმიკა და ჟესტი.