მოლიერი ჟან ბატისტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მოლიერი ჟან ბატისტ“ გადაიტანა გვერდზე „ჟან ბატისტ მოლიერი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჟან ბატისტ მოლიერი“ გადაიტანა გვერდზე „მოლიერი ჟან ბატისტ“ გა...)

12:24, 5 ივნისი 2023-ის ვერსია

ჟან ბატისტ მოლიერი

ჟან ბატისტ მოლიერი− (ფრანგ. Jean-Baptiste Molière, ნამდვილი გვარი – პოკლენი ფრანგ. Poquelin, 1622–1673), ფრანგი დრამატურგი, მსახიობი, თეატრალური მოღვაწე. შექმნა „მაღალი კომედიის“ ჟანრი, რითაც საფუძველი ჩაუყარა განვითარების ახალ ეტაპს ფრანგულ და მსოფლიო დრამატურგიაში.

მისი მოღვაწეობა მიმდინარეობდა მე-17 საუკუნის შუა წლებში, როცა რენესანსული ლიტერატურა და ხელოვნება განიცდიდა საშინელ ზეწოლას ფეოდალურ-კათოლიკური ხელისუფლების მხრიდან. დრამატურგიის დაკნინება გამოიწვია ხასიათების დაქუცმაცებამ, ყურადღების გადატანამ სიუჟეტურ ინტრიგებზე. მე-17 საუკუნის 30-იანი წლებში ფრანგული კლასიციზმი იქცა სტილად, რომელმაც წოდებრივი შეზღუდულობის მიუხედავად, შეძლო რენასანსული სულისკვეთების გაგრძელება და გავრცობა სხვა ქვეყნებშიც. ამ მნიშვნელოვან პროცესში უმნიშვნელოვანესია მოლიერის შემოქმედება.

მან დრამატურგიული მოღვაწეობა დაიწყო კომედია დელ’არტეს სტილში მცირე ფარსების წერით: „ცელქი“, „სასიყვარულო გულდაწყვეტილობა“. პარიზში დაბრუნების შემდეგ მისი პირველი პიესა იყო „სასაცილო პრანჭია ქალები“. ამას მოჰყვა სასახლისკარის პიესები „ელიდელი პრინცესა“, „ფსიქეა“ (პ. კორნელთან ერთად). იგი კვლავ უბრუნდება ფარსის პრინციპებს – „სგანარელი ანუ ყალბი რქებდადგმული“. მან უკვე იწყო კომედიებში განცდის ფსიქოლოგიური სიმართლით გადმოცემა, პერსონაჟების სოციალური ტიპიზაცია. ასეთია კომედია „ქმრების სკოლა“, „ცოლების სკოლა“. ამ პიესებში მოქმედების განვითარება მთლიანად პერსონაჟების ხასიათიდან გამომდინარეობდა. ამიტომ ამ კომედიებში ხშირი იყო დრამატული განცდები. „ვერსალურ ექსპრომტში“ მან გაილაშქრა მსახიობების ყალბი პათეტიკისა და გულგრილი სტილიზაციის წინააღმდეგ. იგი თავის შემოქმედებით მწვერვალს აღწევს კომედიებში „ტარტიუფი“, „დონ ჟუანი“, „მიზანტროპი“, „სკაპენის ოინები“, „გააზნაურებული მდაბიო“, „ვითომ ავადმყოფი“, „ჟორჟ დანდენი“, „ძუნწი“. მან მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია თავისი დროის სამსახიობო ხელოვნებაზეც. მოლიერმა მძლავრი ბიძგი მისცა კომედიის ახლებურ ხედვას და მნიშვნელოვანწილად ხელი შეუწყო ამ ჟანრის განვითარებას.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები