ორფი კარლ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კარლ ორფი''' – (''გერმ.'' Carl Orff, 1895-1982), გერმანელი კომპოზიტორი, დრამატ...) |
13:17, 6 ივნისი 2023-ის ვერსია
კარლ ორფი – (გერმ. Carl Orff, 1895-1982), გერმანელი კომპოზიტორი, დრამატურგი, მსახიობი. სცენური ნაწარმოებები: კანტატა „კარმინა ბურანა“, პიესა „მთვარე“, ტრაგედია „ანტიგონე“, ზღაპრული ზინგშპილი „ჭკვიანი“, მისტერიები (და სხვ.). შეიმუშავა ბავშვთა მუსიკალური აღზრდის სისტემა, დაფუძნებული შემოქმედებითი საწყისის განვითარებაზე იმპროვიზირების გზით. ზალცბურგში არსებობს „ორფის ინსტიტუტი“.