გოსეკი ფრანსუა ჟოზეფ
(→წყარო) |
|||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:კომპოზიტორები]] | [[კატეგორია:კომპოზიტორები]] | ||
[[კატეგორია:ფრანგი კომპოზიტორები]] | [[კატეგორია:ფრანგი კომპოზიტორები]] | ||
17:06, 16 ივნისი 2023-ის ვერსია
გოსეკი ფრანსუა ჟოზეფი - (ფრ. François-Joseph Gossec, 17. I. 1734, სოფ. ვერნიე, ბელგია, - 16. II. 1829, პასი, პარიზის მახლობლად), ფრანგი კომპოზიტორი, წარმოშობით ბელგიელი.
1751-იდან ცხოვრობდა პარიზში. 1770-იდან ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ „მოყვარულთა კონცერტებს“. 1784 დააარსა სიმღერისა და დეკლამაციის სამეფო სკოლა, რომლის საფუძველზეც (1793) შეიქმნა ეროენული მუსიკის ინსტიტუტი (1795-იდან კონსერვატორია). გოსეკი ფრანგული სიმფონიზმის ფუძემდებელი (29 სიმფონია) და საფრანგეთის რევოლუციის პერიოდის გამოჩენილი მუსიკის მოღვაწეა. დირიჟორობდა ეროვნული გვარდიის ორკესტრს, ქმნიდა სახალხო მსვლელობებისა და დღესასწაულებისათვის განკუთვნილ მასობრივ მუსიკალურ კომპოზიციებს, ჰიმნებს, პატრიოტულ რევოლუციურ სიმღერებს და სხვ.
ავტორია ოცამდე ოპერისა მ. შ. „საბინი“ (1773), „თეზევსი“ (1782) და სხვ. აგრეთვე ორატორიებისა, მესებისა, კვარტეტებისა. აქვს მეთოდური ხასიათის ნაშრომები მუსიკის თეორიაში.