იმედი (ჟურნალი)
მ (მომხმარებელმა Masatiani გვერდი „ჟურნალი „იმედი"“ გადაიტანა გვერდზე „იმედი (ჟურნალი)“ გადამისამა...) |
(→წყარო) |
||
ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]]. | * [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]]. | ||
− | [[კატეგორია: ქართული | + | [[კატეგორია: ქართული პერიოდული გამოცემები]] |
[[კატეგორია:ქართული ჟურნალები]] | [[კატეგორია:ქართული ჟურნალები]] |
19:48, 10 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
იმედი — ხალხოსნური მიმართულების ყოველთვიური პოლიტიკურ-ლიტერატურული ჟურნალი. გამოდიოდა 1881-83 წწ. თბილისში. რედაქტორ-გამომცემელი — მიხეილ გურგენიძე. თანამშრომლობდნენ: ს. ჭრელაშვილი, ა. ფურცელაძე, ს. მგალობლიშვილი, ნ. ხიზანიშვილი, დ. ბაქრაძე, მ. ჯანაშვილი, დ. აბდუშელიშვილი, შ. გულისაშვილი… თუ წინა პერიოდის ჟურნალთა უმრავლესობა მთავარ ადგილს ეროვნული საკითხის გადაჭრას უთმობდა, „იმედმა“ სოციალური პრობლემა წამოწია წინა პლანზე და გლეხთა მდგომარეობის გაუმჯობესება უპირველეს ამოცანად დასახა. „იმედის“ ავტორთა დამსახურებაა ცხოვრების, კერძოდ, გლეხთა ცხოვრების შეუფერადებლად ასახვა. ოღონდ ეს ავტორები თავიანთ შეხედულებათა გამოსახატავად ყოველთვის ვერ პოულობენ შესაბამის გზებსა და ხერხებს. მხატვრული სახე ხშირად დამძიმებულია მსჯელობით, პუბლიცისტური ჩანართებით. ჭარბობს შეუნიღბავი ტენდენცია, რაც ნიშანდობლივია საბრძოლო ასპარეზზე გამოსული ახალი კლასის მესიტყვეთათვის. ხელოვნების როლისა და დანიშნულების შესახებ, ისევე როგორც სხვა პრობლემების შესახებ, „იმედი“ მძაფრი პოლემიკას აწარმოებდა „ივერიასა“ და „დროებასთან“.