რჩეულიშვილი გრიგოლ
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Grigoli.jpg|thumb|150პქ|გრიგოლ რჩეულიშვილი]] | [[ფაილი:Grigoli.jpg|thumb|150პქ|გრიგოლ რჩეულიშვილი]] | ||
| − | '''რჩეულიშვილი გრიგოლ''' (1820–1877) | + | '''რჩეულიშვილი გრიგოლ''' – (1820–1877), პროზაიკოსი, პოეტი, მთარგმნელი. |
სწავლობდა [[თბილისი]]ს გიმნაზიაში. მსახურობდა სახაზინო პალატაში ნოტარიუსად. თანამშრომლობდა „[[ცისკარი (ჟურნალი)|ცისკარში]]“, რომლის ფურცლებზეც იბეჭდებოდა მისი ლექსები, ორიგინალური თუ თარგმნილი თხზულებები. | სწავლობდა [[თბილისი]]ს გიმნაზიაში. მსახურობდა სახაზინო პალატაში ნოტარიუსად. თანამშრომლობდა „[[ცისკარი (ჟურნალი)|ცისკარში]]“, რომლის ფურცლებზეც იბეჭდებოდა მისი ლექსები, ორიგინალური თუ თარგმნილი თხზულებები. | ||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
გ. რჩეულიშვილის ლექსები საიმდროოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ზოგ მათგანს მღეროდნენ კიდეც („ახ, მთვარევ, მთვარევ…“, „მესალმე, ჩემო თვალის სინათლევ“, „რაც შენ დაგშორდი…“). პოეტის ლირიკულ ქმნილებებში ზოგჯერ გაისმის ქართველ რომანტიკოსთა უფროსი თაობის პოეზიის დამახასიათებელი მოტივები, ზოგჯერ უშუალო გავლენაც იგრძნობა. | გ. რჩეულიშვილის ლექსები საიმდროოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ზოგ მათგანს მღეროდნენ კიდეც („ახ, მთვარევ, მთვარევ…“, „მესალმე, ჩემო თვალის სინათლევ“, „რაც შენ დაგშორდი…“). პოეტის ლირიკულ ქმნილებებში ზოგჯერ გაისმის ქართველ რომანტიკოსთა უფროსი თაობის პოეზიის დამახასიათებელი მოტივები, ზოგჯერ უშუალო გავლენაც იგრძნობა. | ||
| − | უფრო მნიშვნელოვანია გ. რჩეულიშვილის მხატვრული პროზა („ქვრივის ლიმონები“, „ანუკა ბატონიშვილი“, „თამარ ბატონიშვილი“, „შეშლილი“), რომელმაც ქართული ლიტერატურის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაუმკვიდრა მას. იმდროინდელი საზოგადოების დიდი ყურადღებით სარგებლობდა ისტორიული რომანი „თამარ ბატონიშვილი“ (ეს თხზულება ორჯერ გაილექსა [[ერისთავი რაფიელ|რ. ერისთავისა]] და [[გუგუნავა სიმონ|ს. გუგუნავას]] მიერ, საფუძვლად დაედვა [[მესხი კოტე (დრამატურგი)|კ. მესხი]]ს, ამავე სახელწოდების [[დრამა (ლიტერატურა)|დრამა]]ს). პოულარული იყო აგრეთვე „ანუკა ბატონიშვილი“ (გადმოკეთებული ფიორენტინოს „იზაბელა ორსინიდან“). გ. რჩეულიშვილი არის ქართულ მწერლობაში ისტორიული პროზის სათავის დამდები და ფსიქოლოგიური მოთხრობის დამკვიდრების ხელისშემწყობი. მართალია, მწერალი წარსულს ასახავდა, მაგრამ მის ისტორიულ მოთხრობებში მხოლოდ გმირთა სახელები და ზოგიერთი პასაჟია ისტორიული, მისი რომანტიკული გმირები ნაკლებად არიან დაკავშირებული ისტორიულ ეპოქასთან პერსონაჟთა ინდივიდუალობა და ხასიათი ისტორიულ მოვლენათა ფონზე კი არ იშლება, არამედ უმეტესად გამოგონილ, რომანულ ინტრიგათა მეშვეობით ვლინდება. ამ მხრივ მწერალი ფრანგ რომანისტთა გზას მიჰყვებოდა. მიუხედავად რომანტიკული ხასიათების შექმნით გატაცებისა, მის ისტორიულ მოთხრობებს მაინც ჰქონდა პატრიოტული რეზონანსი. | + | უფრო მნიშვნელოვანია გ. რჩეულიშვილის მხატვრული პროზა („ქვრივის ლიმონები“, „ანუკა ბატონიშვილი“, „თამარ ბატონიშვილი“, „შეშლილი“), რომელმაც ქართული ლიტერატურის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაუმკვიდრა მას. იმდროინდელი საზოგადოების დიდი ყურადღებით სარგებლობდა ისტორიული რომანი „თამარ ბატონიშვილი“ (ეს თხზულება ორჯერ გაილექსა [[ერისთავი რაფიელ|რ. ერისთავისა]] და [[გუგუნავა სიმონ|ს. გუგუნავას]] მიერ, საფუძვლად დაედვა [[მესხი კოტე (დრამატურგი)|კ. მესხი]]ს, ამავე სახელწოდების [[დრამა (ლიტერატურა)|დრამა]]ს). პოულარული იყო აგრეთვე „ანუკა ბატონიშვილი“ (გადმოკეთებული ფიორენტინოს „იზაბელა ორსინიდან“). |
| + | |||
| + | გ. რჩეულიშვილი არის ქართულ მწერლობაში ისტორიული პროზის სათავის დამდები და ფსიქოლოგიური მოთხრობის დამკვიდრების ხელისშემწყობი. მართალია, მწერალი წარსულს ასახავდა, მაგრამ მის ისტორიულ მოთხრობებში მხოლოდ გმირთა სახელები და ზოგიერთი პასაჟია ისტორიული, მისი რომანტიკული გმირები ნაკლებად არიან დაკავშირებული ისტორიულ ეპოქასთან პერსონაჟთა ინდივიდუალობა და ხასიათი ისტორიულ მოვლენათა ფონზე კი არ იშლება, არამედ უმეტესად გამოგონილ, რომანულ ინტრიგათა მეშვეობით ვლინდება. ამ მხრივ მწერალი ფრანგ რომანისტთა გზას მიჰყვებოდა. მიუხედავად რომანტიკული ხასიათების შექმნით გატაცებისა, მის ისტორიულ მოთხრობებს მაინც ჰქონდა პატრიოტული რეზონანსი. | ||
გ. რჩეულიშვილს ნათარგმნი აქვს ცშოკეს, ჰერდერის თხზულებები, მაინ რიდის „ავრორა“ (1863) და რამდენიმე სხვა ნაწარმოები. | გ. რჩეულიშვილს ნათარგმნი აქვს ცშოკეს, ჰერდერის თხზულებები, მაინ რიდის „ავრორა“ (1863) და რამდენიმე სხვა ნაწარმოები. | ||
მიმდინარე ცვლილება 01:05, 17 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
რჩეულიშვილი გრიგოლ – (1820–1877), პროზაიკოსი, პოეტი, მთარგმნელი.
სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში. მსახურობდა სახაზინო პალატაში ნოტარიუსად. თანამშრომლობდა „ცისკარში“, რომლის ფურცლებზეც იბეჭდებოდა მისი ლექსები, ორიგინალური თუ თარგმნილი თხზულებები.
სარჩევი |
[რედაქტირება] შემოქმედება
გ. რჩეულიშვილის ლექსები საიმდროოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ზოგ მათგანს მღეროდნენ კიდეც („ახ, მთვარევ, მთვარევ…“, „მესალმე, ჩემო თვალის სინათლევ“, „რაც შენ დაგშორდი…“). პოეტის ლირიკულ ქმნილებებში ზოგჯერ გაისმის ქართველ რომანტიკოსთა უფროსი თაობის პოეზიის დამახასიათებელი მოტივები, ზოგჯერ უშუალო გავლენაც იგრძნობა.
უფრო მნიშვნელოვანია გ. რჩეულიშვილის მხატვრული პროზა („ქვრივის ლიმონები“, „ანუკა ბატონიშვილი“, „თამარ ბატონიშვილი“, „შეშლილი“), რომელმაც ქართული ლიტერატურის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაუმკვიდრა მას. იმდროინდელი საზოგადოების დიდი ყურადღებით სარგებლობდა ისტორიული რომანი „თამარ ბატონიშვილი“ (ეს თხზულება ორჯერ გაილექსა რ. ერისთავისა და ს. გუგუნავას მიერ, საფუძვლად დაედვა კ. მესხის, ამავე სახელწოდების დრამას). პოულარული იყო აგრეთვე „ანუკა ბატონიშვილი“ (გადმოკეთებული ფიორენტინოს „იზაბელა ორსინიდან“).
გ. რჩეულიშვილი არის ქართულ მწერლობაში ისტორიული პროზის სათავის დამდები და ფსიქოლოგიური მოთხრობის დამკვიდრების ხელისშემწყობი. მართალია, მწერალი წარსულს ასახავდა, მაგრამ მის ისტორიულ მოთხრობებში მხოლოდ გმირთა სახელები და ზოგიერთი პასაჟია ისტორიული, მისი რომანტიკული გმირები ნაკლებად არიან დაკავშირებული ისტორიულ ეპოქასთან პერსონაჟთა ინდივიდუალობა და ხასიათი ისტორიულ მოვლენათა ფონზე კი არ იშლება, არამედ უმეტესად გამოგონილ, რომანულ ინტრიგათა მეშვეობით ვლინდება. ამ მხრივ მწერალი ფრანგ რომანისტთა გზას მიჰყვებოდა. მიუხედავად რომანტიკული ხასიათების შექმნით გატაცებისა, მის ისტორიულ მოთხრობებს მაინც ჰქონდა პატრიოტული რეზონანსი.
გ. რჩეულიშვილს ნათარგმნი აქვს ცშოკეს, ჰერდერის თხზულებები, მაინ რიდის „ავრორა“ (1863) და რამდენიმე სხვა ნაწარმოები.
[რედაქტირება] თხზულებანი
- თხზულებანი, 1965.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ა. ხახანაშვილი, ქართული სიტყვიერების ისტორია (მეცხრამეტე საუკუნე), 1913;
- ვ. კოტეტიშვილი, ქართული ლიტერატურის ისტორია, 1959;
- მ. ზანდუკელი, ახალი ქართული ლიტერატურა, ტ. 2, 1962;
- ჯ. ჭუმბურიძე, გრიგოლ რჩეულიშვილი, წიგნში: ქართული ლიტერატურის ისტორია. ტ. 3, 1966.