ყიფიანი მიხეილ
ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
==თარგმანები== | ==თარგმანები== | ||
თარგმნილი აქვს [[ლერმონტოვი მიხეილ|მ. ლერმონტოვის]] „ჩვენი დროის გმირი“, [[შექსპირი უილიამ|შექსპირის]] „იულიუს ცეზარი“ (1867). | თარგმნილი აქვს [[ლერმონტოვი მიხეილ|მ. ლერმონტოვის]] „ჩვენი დროის გმირი“, [[შექსპირი უილიამ|შექსპირის]] „იულიუს ცეზარი“ (1867). | ||
+ | |||
მიმდინარე ცვლილება 12:45, 18 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
ყიფიანი მიხეილ – (ფსევდონიმი „სფირიდონ ჩიტორელიძე“), (1833-1891), პუბლიცისტი, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ჯგუფის მოღვაწე.
სწავლობდა თბილისის სამიჯნაო სასწავლებელში, სადაც დარჩა მასწავლებლად. მსახურობდა სამიჯნაო კომისიაში, აგრეთვე საკვირაო სკოლაში. აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ საზოგადოებრივ საქმიანობაში. 1862-63 წწ. ენერგიულად ეხმარებოდა ილიას „საქართველოს მოამბის“ გამოცემაში, მონაწილეობდა „დროების“ დაარსებაში. მან შექმნა „ვენურის“ სახელით ცნობილი ქართული შრიფტი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი. ამ საზოგადოებას შესწირა ქართულ ხელნაწერთა ძვირფასი კოლექცია. 1880 წ. არჩეულ იქნა ქართული დრამატული საზოგადოების პირველი გამგეობის წევრად. მ. ყიფიანმა კავკავში დააარსა ქართული სკოლა. მის ნაწერებში მოცემულია თერგდალეულების ესთეტიკურ-ლიტერატურულ შეხედულებათა საფუძვლების დახასიათება.
[რედაქტირება] თარგმანები
თარგმნილი აქვს მ. ლერმონტოვის „ჩვენი დროის გმირი“, შექსპირის „იულიუს ცეზარი“ (1867).
[რედაქტირება] ლიტერატურა
- მ. კეკელიძე, მიხეილ ყიფიანი, წიგნში: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული, 1, 1953;
- ჯ. ჭუმბურიძე, ქართული კრიტიკის ისტორია, I, 1974.