ღოღობერიძე ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნიკო ღოღობერიძე“ გადაიტანა გვერდზე „ღოღობერიძე ნიკოლოზ“ გადა...)
 
ხაზი 17: ხაზი 17:
 
[[კატეგორია: ქართველი პუბლიცისტები]]
 
[[კატეგორია: ქართველი პუბლიცისტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი საზოგადო მოღვაწეები]]
 
[[კატეგორია:ქართველი საზოგადო მოღვაწეები]]
 +
[[კატეგორია: თერგდალეულები]]
 
[[კატეგორია:ღოღობერიძეები]]
 
[[კატეგორია:ღოღობერიძეები]]
 
[[კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები]]
 
[[კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები]]

მიმდინარე ცვლილება 12:49, 18 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

ნიკოლოზ ღოღობერიძე

ღოღობერიძე ნიკოლოზ, (ნიკო) – (1839-1911), მწიგნობარი, საზოგადო მოღვაწე, თერგდალეულთა წარმომადგენელი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამაარსებელთაგანი.

თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1857) სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში (1857-61). ისტორიას, გეოგრაფიასა და ლათინურს ასწავლიდა თბილისის გიმნაზიაში. იყო „კავკასიაში ქრისტიანობის აღმადგენელი საზოგადოების“ სკოლების ინსპექტორი (1864-68). მსახურობდა ქუთაისში მომრიგებელ მოსამართლედ, ქალაქის ოლქის სამმართველოს წევრად (1868-79), ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორად (1884 წლამდე). მონაწილეობდა შავი ქვის წარმოების საქმეშიც. დიდი წვლილი მიუძღვის ქართული წიგნის გამოცემაში, ქართული შრიფტის, ე. წ. „ვენის ასოს“ შექმნაში. 1864 წ. ს. მელიქიშვილთან ერთად გახსნა სტამბა, რომელშიც, წიგნებს გარდა, იბეჭდებოდა ქართული ჟურნალ-გაზეთებიც. იყო „საქართველოს მოამბის“, „დროების“, ჟურნალ „ივერიის“ გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი, ჟურნალ „მოამბის“ დამაარსებელი.



[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ზ. ჭიჭინაძე, ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე და ქართული სტამბა 1627-1913, 1914.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები