ომაინიანი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ომანიანი“ გადაიტანა გვერდზე „ომაინიანი“ გადამისამართებაზე) |
|||
| ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]] | * [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ქართული ლიტერატურა]] |
01:12, 19 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
ომაინიანი, („ომანიანი“) – (XVII ს.) – აღმოსავლეთში გავრცელებული მიბაძვა–გაგრძელებათა ტიპის თხზულება, „ვეფხისტყაოსნის“ მიბაძვა-გაგრძელება. მასში მოთხრობილია ტარიელის ვაჟის სარიდანისა და თინათინის ასულის დაქორწინება, შემდეგ კი აღწერილია მათი მემკვიდრის ომაინის თავგადასავალი. სპარსული ხალხური დასთანების ქარგაზეა გამოყვანილი ომაინის გამიჯნურება: მას აუწერენ მისრეთის მეფის ასულის ბურნე-მელიქის სილამაზეს, მიზნის მიღწევამდე უამრავი საათი გადახდება თავს. თხზულება იწყება რუსთაველური შაირით, რომელსაც მცირე ხნით ენაცვლება პროზა; შემდეგ კვლავ მოდის დიდი პოეტური მონაკვეთი. მეორე ნაწილი მთლიანად პროზაა. ავტორი ერთგვარად იმართლებს თავს ამ უჩვეულო აღრევისათვის. პოეტური ნაწილი „ვეფხისტყაოსნის“ გავლენითაა დაწერილი, პროზა კი აშკარად ატარებს „ამირანდარეჯანიანის“, „შაჰ-ნამეს“ ქართული ვერსიებისა და სხვა ანალოგიური ჟანრის ძეგლთა მიბაძვის ნიშნებს. „ომაინიანი“ დაიწერა XVII საუკუნის დამდეგს. ძეგლშიც და არჩილთანაც ავტორის მხოლოდ სახელი იხსენიება — ქაიხოსრო. ზოგიერთი მკვლევარი მას აიგივებს ქაიხოსრო ომანის ძე ჩოლოყაშვილთან. ტექსტი გამოსცა გ. ჯაკობიამ 1937 წ.