ომაინიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Omaniani.jpg|thumb|300პქ|„ომანიანი" (წინანდლის მუზეუმი)]]
 
'''ომაინიანი,''' („ომანიანი“) – (XVII ს.) – აღმოსავლეთში გავრცელებული მიბაძვა–გაგრძელებათა ტიპის თხზულება, „ვეფხისტყაოსნის“ მიბაძვა-გაგრძელება. მასში მოთხრობილია ტარიელის ვაჟის სარიდანისა და თინათინის ასულის დაქორწინება, შემდეგ კი აღწერილია მათი მემკვიდრის ომაინის თავგადასავალი. სპარსული ხალხური [[დასთანი|დასთანების]] [[ქარგა|ქარგაზეა]] გამოყვანილი ომაინის გამიჯნურება: მას აუწერენ მისრეთის მეფის ასულის ბურნე-მელიქის სილამაზეს, მიზნის მიღწევამდე უამრავი [[საათი]] გადახდება თავს. თხზულება იწყება რუსთაველური [[შაირი]]თ, რომელსაც მცირე ხნით ენაცვლება პროზა; შემდეგ კვლავ მოდის დიდი პოეტური მონაკვეთი. მეორე ნაწილი მთლიანად პროზაა. ავტორი ერთგვარად იმართლებს თავს ამ უჩვეულო აღრევისათვის. პოეტური ნაწილი „ვეფხისტყაოსნის“ გავლენითაა დაწერილი, პროზა კი აშკარად ატარებს „[[ამირანდარეჯანიანი|ამირანდარეჯანიანის]]“, [[შაჰ-ნამეს ქართული ვერსიები|„შაჰ-ნამეს“ ქართული ვერსიებისა]] და სხვა ანალოგიური [[ჟანრი|ჟანრის]] ძეგლთა მიბაძვის ნიშნებს. „ომაინიანი“ დაიწერა XVII საუკუნის დამდეგს. ძეგლშიც და [[არჩილ II|არჩილთანაც]] ავტორის მხოლოდ სახელი იხსენიება — ქაიხოსრო. ზოგიერთი მკვლევარი მას აიგივებს [[ჩოლოყაშვილი ქაიხოსრო (პოეტი)|ქაიხოსრო ომანის ძე ჩოლოყაშვილთან]]. ტექსტი გამოსცა გ. ჯაკობიამ 1937 წ.
 
11:52, 19 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

„ომანიანი" (წინანდლის მუზეუმი)

ომაინიანი, („ომანიანი“) – (XVII ს.) – აღმოსავლეთში გავრცელებული მიბაძვა–გაგრძელებათა ტიპის თხზულება, „ვეფხისტყაოსნის“ მიბაძვა-გაგრძელება. მასში მოთხრობილია ტარიელის ვაჟის სარიდანისა და თინათინის ასულის დაქორწინება, შემდეგ კი აღწერილია მათი მემკვიდრის ომაინის თავგადასავალი. სპარსული ხალხური დასთანების ქარგაზეა გამოყვანილი ომაინის გამიჯნურება: მას აუწერენ მისრეთის მეფის ასულის ბურნე-მელიქის სილამაზეს, მიზნის მიღწევამდე უამრავი საათი გადახდება თავს. თხზულება იწყება რუსთაველური შაირით, რომელსაც მცირე ხნით ენაცვლება პროზა; შემდეგ კვლავ მოდის დიდი პოეტური მონაკვეთი. მეორე ნაწილი მთლიანად პროზაა. ავტორი ერთგვარად იმართლებს თავს ამ უჩვეულო აღრევისათვის. პოეტური ნაწილი „ვეფხისტყაოსნის“ გავლენითაა დაწერილი, პროზა კი აშკარად ატარებს „ამირანდარეჯანიანის“, „შაჰ-ნამეს“ ქართული ვერსიებისა და სხვა ანალოგიური ჟანრის ძეგლთა მიბაძვის ნიშნებს. „ომაინიანი“ დაიწერა XVII საუკუნის დამდეგს. ძეგლშიც და არჩილთანაც ავტორის მხოლოდ სახელი იხსენიება — ქაიხოსრო. ზოგიერთი მკვლევარი მას აიგივებს ქაიხოსრო ომანის ძე ჩოლოყაშვილთან. ტექსტი გამოსცა გ. ჯაკობიამ 1937 წ.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები