ვახტანგ VI

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Vaxtang meeqvse.JPG|thumb|მეფე ვახტანგ VI]]
 
[[ფაილი:Vaxtang meeqvse.JPG|thumb|მეფე ვახტანგ VI]]
'''ვახტანგ VI ''' − (1675 1737)სახელმწიფო მოღვაწე, პოეტი, მწიგნობარი, განმანათლებელი. 1703-1714 წლებში იყო [[ქართლი|ქართლის]] გამგებელი ანუ ჯანიშინი (სპარს. ჯა [ადგილი] + ნეშინ [მჯდომი, დასმული]), ქართლში მეფობდა 1716-1724 წლებში. [[გიორგი XI]]-ის ძმის ლევანის ძე. [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს აღზრდილი. ვახტანგ VI−ის მეფობის ხანა გამორჩეულია საქართველოს ლიტერატურული და ინტელექტუალური აღორძინების დაწყებით. სულხან-საბა ორბელიანსა და ანტონ კათოლიკოსთან ერთად ვახტანგი ითვლება ახალი ქართული ლიტერატურის სულის  ჩამდგმელად. ვახტანგ VI-ის სტამბაში დაიბეჭდა პირველად „ვეფხისტყაოსანი” (1712) საფუძვლიანი კრიტიკულ-მეცნიერული გამოკვლევითურთ, მან თარგმნა და გადმოაკეთა მსოფლიო
+
ვახტანგ VI (1675-1737) სახელმწიფო მოღვაწე, პოეტი, [[მწიგნობარი]], განმანათლებელი. აღიზარდა მდიდარი კულტურულ-ლიტერატურული ტრადიციების სამეფო კარზე. მის აღზრდას უშუალოდ ხელმძღვანელობდა [[ორბელიანი სულხან-საბა|სულხან–საბა ორბელიანი]], რომელიც ცოდნის სიყვარულთან ერთად მაღალმოქალაქეობრივ იდეებს უნერგავდა. ვახტანგის პოლიტიკური მოღვაწეობიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი [[ქართლი|ქართლის]] განმგებლად (ჯანიშინად) ყოფნის პერიოდი (1704-112). ამ ხანაში ქართული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების გზაზე შესამჩნევად დაწინაურდა. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ პერიოდში (1709) ვახტანგის უშუალო თაოსნობით დაარსდა პირველი ქართული სტამბა და ამ სტამბაში დაიბეჭდა პირველად „ვეფხისტყაოსანი“ და სასულიერო მწერლობის არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი. ქართლის განმგებლად ყოფნის დროს ჩაუდგა ვახტანგი სათავეში „[[ქართლის ცხოვრება|ქართლის ცხოვრების]]“ ახალი რედაქციის შედგენის საქმეს; სწავლულ კაცთა კომისიამ ქართულ და უცხო საისტორიო წყაროებზე დაყრდნობით დაწერა ახალი საუკუნეების (XIV-XVII სს.) ისტორია და შეიმუშავა „ქართლის ცხოვრების“ ახალი რედაქცია. ჯანიშინობის დროს შეადგინა ვახტანგმა კანონთა კრებული, დაწერა სამართლის ახალი წიგნი, შექმნა ცნობილი „[[დასტურლამალი]]. ქართლის განმგებლის მოღვაწეობას გზა გადაუღობა [[ირანი|ირანის]] შაჰმა, სპარსეთში დაიბარა, რჯულის გამოცვლა მოსთხოვა და უარის გამო ქირმანს გადაასახლა. 1719 წ. ვახტანგი ქართლს დაბრუნდა და უძნელეს პირობებში განაგრძო ადრე დაწყებული საქმიანობა, მაგრამ წარმატებების მიღწევა ძალზე ჭირდა. [[საქართველო|საქართველოს]] მცდელობამ რუსეთთან დაკავშირებისა თურქ-სპარსთა გულისწყრომა გამოიწვია. 1721 წ. [[ოსმალთა დამპყრობლური ომები XIV-XVI|ოსმალთა]] მრავალრიცხოვანი ჯარი შემოვიდა საქართველოში. ვახტანგმა ქართლი დატოვა და დიდი ამალითურთ რუსეთს მიაშურა საქართველოში აღარ ჩამობრუნებულა, ასტრახანს გარდაიცვალა.
დიდაქტიკური ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშები: გალექსა რუსული თხზულების „აპოსთეგმატას” ე. თურქისტანიშვილისეული მოკლე რედაქცია, თარგმნა „ქილილა და დამანა”, „ამირნასარიანი” და სხვა.  
+
  
ვახტანგ VI-ის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ლირიკას, რომელიც თემატიკური მრავალფეროვნებითა და იდეური სიღრმით გამოირჩევა. ძველ ქართულ მწერლობაში მან ერთ-ერთმა პირველად შექმნა პატრიოტული ლირიკის ნიმუშები. დაკრძალულია რუსეთის ქალაქ ასტრახანში.
+
მრავალმხრივი და ნაყოფიერია ვახტანგის სამეცნიერო და ლიტერატურული მოღვაწეობა. მან დაუდო სათავე რუსთველოლოგიას, როგორც მეცნიერებას. „ვეფხისტყაოსნის“ 600-მდე სტროფის ვახტანგისეულ კომენტარებში აღძრულია რუსთველოლოგიის მნიშვნელოვანი პრობლემები. მათგან უაღრესად საყურადღებოა „ვეფხისტყაოსნის“ [[ალეგორია|ალეგორიული]] თარგმანების საკითხი. ვახტანგმა წამოაყენა დებულება, რომ რუსთაველის პოემა „საღმთოც იყო და საეროც“, ხოლო რუსთველური სიყვარული გულისხმობდა როგორც ღვთაებრივ, ისე ცოლ-ქმრულ სიყვარულს. ვახტანგის ეს თვალსაზრისი ენათესავება სიყვარულის კონცეფციის შუა საუკუნეებისთვის სპეციფიკურ გაგებას და დანტეს „ღვთაებრივ კომედიასა“ და პეტრარკას სონეტებში გატარებულ თვალთახედვას. ვახტანგმა „ვეფხისტყაოსნის“ ფაბულის ორიგინალობის საკითხიც აღძრა. მან დამაჯერებლად განაცხადა: „სპარსშიდ ეს ამბავი არსად იპოება, ამბავიც თვითონ გააკეთა და ლექსადაც“. უაღრესად საყურადღებოა ტექსტის ზოგი ადგილის ვახტანგისეული გასწორება.
 +
ვახტანგმა თავისი სიტყვა თქვა ქართული ლექსიკოგრაფიის განვითარების საქმეში. იგი უშუალო მონაწილეობას იღებდა სულხან–საბა ორბელიანის „სიტყვის კონის“ საბოლოო სრულყოფაში, ხოლო „ვეფხისტყაოსნის“ ლექსიკის დიდი ნაწილი თვითვე განმარტა.
 +
საგანგებო აღნიშვნის ღირსია ვახტანგ მეექვსის მთარგმნელობითი მოღვაწეობა. „აღორძინების ხანის“ მწერლებს ღრმად სწამდათ, რომ ქვეყნის განადგურება და დაცემა განპირობებული იყო ერის ზნეობრივი გადაგვარებით. მათთვის პიროვნების მორალური სრულქმნა ერის კეთილდღეობის მტკიცე საწინდარი იყო. ამიტომაც მათს შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა დიდაქტიკურ მოძღვრებას. ვახტანგმა არა მხოლოდ საკუთარ პოეზიაში შემოიტანა დიდაქტიკური მოტივები, არამედ თარგმნა [[დიდაქტიკური მეთოდი|დიდაქტიკური]] [[ეპოსი|ეპოსის]] ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლები, როგორიცაა „ამირნასარიანი“, „[[ქილილა და დამანა]]“ (ამ ძეგლის საბოლოო რედაქცია სულხან-საბა ორბელიანს ეკუთვნის).
  
 +
ვახტანგს შესამჩნევი ადგილი უკავია ქართული ლირიკის ისტორიაში. მართალია, მისი, როგორც პოეტის, შემოქმედებითი პროდუქცია არ არის მდიდარი, მაგრამ იგი ყურადღებას იპყრობს რიგი სიახლეებით. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ვახტანგმა „ვეფხისტყაოსნის“ მისეული ალეგორიული თარგმანების პრინციპი საკუთარ შემოქმედებაშიც გაატარა და თავისი „სატრფიალონი“ მისტიკური სიყვარულის თემას მიუძღვნა. ამ თემას ნიადაგი უკვე ჰქონდა მომზადებული ჩვენს სინამდვილეში. ვახტანგის მიერ გაკვალულ გზას ერგულად მიჰყვნენ [[ბარათაშვილი მამუკა|მ. ბარათაშვილი]], [[დავით გურამიშვილი|დ. გურამიშვილი]] და სხვანი.
  
:::: '''შეგონება'''
+
მკვლევართა მოსაზრებით, ვახტანგმა შემოიტანა ქართულ პოეზიაში სამშობლო — სატრფოს სახე. საკუთარი მიწა-წყლის ისეთი ცხოველი განცდა, როგორიც ვახტანგის პოეზიაშია მოცემული („სალბუნად გულისა“), მანამდე არც ერთი ქართველი პოეტის შემოქმედებაში არ გვხვდება.
  
::კაცმან უნდა თავის საქმე ყველა
+
ვახტანგ მეექვსემ გარკვეული სიახლე შეიტანა რელიგიური თემატიკის დამუშავებაშიც. კერძოდ, [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] მწერლობისთვის კარგად ცნობილი თემები მან ლირიკულ ასპექტში გააშუქა („მე შევამკევ ცა, ქვეყანა“, „შურით აღივსნეს უგბილნი“) და მათთვის განსაკუთრებული უშუალობის მინიჭებით მკითხველზე ემოციური ზემოქმედების ახალი გზები დასახა. შემდგომ ამ თემის დამუშავება პოეტური სრულყოფით შეძლო დ. გურამიშვილმა.
::ღვთითა მოივარგოს,
+
::ამ სოფელსა ხელი ჰყაროს,
+
::იქაც ბარგი დაიბარგოს,
+
::მოყვარეთ და ამხანაგთა
+
::თავის რიგით რამე არგოს,
+
::სახელის ხე საჩრდილებლად
+
::წყლისა პირსა სადმე დარგოს.
+
  
 +
[[რენესანსი|„აღორძინების“ ხანის]] მწერლობისთვის მეტად აქტუალური პრობლემა წუთისოფლისა ვახტანგმაც დასახა თავისი პოეზიის საგნად. მაგრამ, წინაპართა თუ თანამედროვეთაგან განსხვავებით, ეს თემაც ინტიმურ პრიზმაში გარდატეხა. ვახტანგი სოფლის მიღების იდეასაც წინამორბედთაგან განსხვავებული პათოსით აფუძნებდა. იმ აზრებს, „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრულ ქსოვილში რომ არის განფენილი, ვახტანგი, მართალია, დიდაქტიკურად, მაგრამ ეპოქისთვის საჭირო კატეგორიულობითა და სიცხადით აყალიბებდა.
  
::::: * * *
+
ვახტანგ მეექვსის შემოქმედებაში ღრმად შემოჭრილი ლირიკული ნაკადი მხატვრულ ფორმაშიც გამოვლინდა. იმდენად ახალი და თავისებურია მისი ზოგიერთი ლექსის ხმოვანება, რომ ჭირს მათში ამოვიცნოთ ოცმარცვლოვანი [[ჩახრუხაძე|ჩახრუხაული]] თუ თექვსმეტმარცვლოვანი [[რუსთაველი შოთა|რუსთაველური]] ლექსის საზომები. ხოლო ვახტანგის „რანი და მოვაკანი და…“ ბრწყინვალე ნიმუშია ისეთი ლექსისა, რომელიც ვეღარ თავსდება პოეზიის საზღვრებში და შეერწყმის მუსიკას. სავსებით მართებულად ვახტანგს ქართველი ლექსის ნოვატორთა (სულხან-საბა ორბელიანი, მ. ბარათაშვილი, დ. გურამიშვილი) გვერდით განუკუთვნებენ ადგილს.
  
::რანი და, მოვაკანი და,
+
==ტექსტი==
::სახლი და, კარი, ბანი და,
+
* ვახტანგ მეექვსე, ლექსები და პოემები, 1975.
::გათავდა ყოვლი წერილი _
+
 
::ანი და, ბანი, განი და...
+
==ლიტერატურა==
::ვიარე ბევრი ქვეყანა,
+
* ა. ბარამიძე, ვახტანგ VI, წიგნში: ნარკვევები, ტ. II, 1946, გვ. 439-455;
::სიგძე და სივრცე, განი და,
+
* ლ. მენაბდე, ვახტანგ VI, წიგნში: ქართული ლიტერატურის ისტორია, 1966, ტ. II.
::ვერა ვპოვე რა მის მეტი,
+
::დავკარგე ძმა და დანი და...
+
::ხორცსა მრავალი დავაკელ,
+
::სულს მივეც იქი რჯანი და,
+
::ვაჲ-ვაჲ, მსაჯეს უბრალოდ,
+
:არ მომცეს მე აჯანი და!
+
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
+
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]].
 +
 
 
[[კატეგორია:ქართლის მეფეები]]
 
[[კატეგორია:ქართლის მეფეები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]

12:01, 24 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

მეფე ვახტანგ VI

ვახტანგ VI (1675-1737) — სახელმწიფო მოღვაწე, პოეტი, მწიგნობარი, განმანათლებელი. აღიზარდა მდიდარი კულტურულ-ლიტერატურული ტრადიციების სამეფო კარზე. მის აღზრდას უშუალოდ ხელმძღვანელობდა სულხან–საბა ორბელიანი, რომელიც ცოდნის სიყვარულთან ერთად მაღალმოქალაქეობრივ იდეებს უნერგავდა. ვახტანგის პოლიტიკური მოღვაწეობიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ქართლის განმგებლად (ჯანიშინად) ყოფნის პერიოდი (1704-112). ამ ხანაში ქართული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების გზაზე შესამჩნევად დაწინაურდა. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ პერიოდში (1709) ვახტანგის უშუალო თაოსნობით დაარსდა პირველი ქართული სტამბა და ამ სტამბაში დაიბეჭდა პირველად „ვეფხისტყაოსანი“ და სასულიერო მწერლობის არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი. ქართლის განმგებლად ყოფნის დროს ჩაუდგა ვახტანგი სათავეში „ქართლის ცხოვრების“ ახალი რედაქციის შედგენის საქმეს; სწავლულ კაცთა კომისიამ ქართულ და უცხო საისტორიო წყაროებზე დაყრდნობით დაწერა ახალი საუკუნეების (XIV-XVII სს.) ისტორია და შეიმუშავა „ქართლის ცხოვრების“ ახალი რედაქცია. ჯანიშინობის დროს შეადგინა ვახტანგმა კანონთა კრებული, დაწერა სამართლის ახალი წიგნი, შექმნა ცნობილი „დასტურლამალი“. ქართლის განმგებლის მოღვაწეობას გზა გადაუღობა ირანის შაჰმა, სპარსეთში დაიბარა, რჯულის გამოცვლა მოსთხოვა და უარის გამო ქირმანს გადაასახლა. 1719 წ. ვახტანგი ქართლს დაბრუნდა და უძნელეს პირობებში განაგრძო ადრე დაწყებული საქმიანობა, მაგრამ წარმატებების მიღწევა ძალზე ჭირდა. საქართველოს მცდელობამ რუსეთთან დაკავშირებისა თურქ-სპარსთა გულისწყრომა გამოიწვია. 1721 წ. ოსმალთა მრავალრიცხოვანი ჯარი შემოვიდა საქართველოში. ვახტანგმა ქართლი დატოვა და დიდი ამალითურთ რუსეთს მიაშურა საქართველოში აღარ ჩამობრუნებულა, ასტრახანს გარდაიცვალა.

მრავალმხრივი და ნაყოფიერია ვახტანგის სამეცნიერო და ლიტერატურული მოღვაწეობა. მან დაუდო სათავე რუსთველოლოგიას, როგორც მეცნიერებას. „ვეფხისტყაოსნის“ 600-მდე სტროფის ვახტანგისეულ კომენტარებში აღძრულია რუსთველოლოგიის მნიშვნელოვანი პრობლემები. მათგან უაღრესად საყურადღებოა „ვეფხისტყაოსნის“ ალეგორიული თარგმანების საკითხი. ვახტანგმა წამოაყენა დებულება, რომ რუსთაველის პოემა „საღმთოც იყო და საეროც“, ხოლო რუსთველური სიყვარული გულისხმობდა როგორც ღვთაებრივ, ისე ცოლ-ქმრულ სიყვარულს. ვახტანგის ეს თვალსაზრისი ენათესავება სიყვარულის კონცეფციის შუა საუკუნეებისთვის სპეციფიკურ გაგებას და დანტეს „ღვთაებრივ კომედიასა“ და პეტრარკას სონეტებში გატარებულ თვალთახედვას. ვახტანგმა „ვეფხისტყაოსნის“ ფაბულის ორიგინალობის საკითხიც აღძრა. მან დამაჯერებლად განაცხადა: „სპარსშიდ ეს ამბავი არსად იპოება, ამბავიც თვითონ გააკეთა და ლექსადაც“. უაღრესად საყურადღებოა ტექსტის ზოგი ადგილის ვახტანგისეული გასწორება. ვახტანგმა თავისი სიტყვა თქვა ქართული ლექსიკოგრაფიის განვითარების საქმეში. იგი უშუალო მონაწილეობას იღებდა სულხან–საბა ორბელიანის „სიტყვის კონის“ საბოლოო სრულყოფაში, ხოლო „ვეფხისტყაოსნის“ ლექსიკის დიდი ნაწილი თვითვე განმარტა. საგანგებო აღნიშვნის ღირსია ვახტანგ მეექვსის მთარგმნელობითი მოღვაწეობა. „აღორძინების ხანის“ მწერლებს ღრმად სწამდათ, რომ ქვეყნის განადგურება და დაცემა განპირობებული იყო ერის ზნეობრივი გადაგვარებით. მათთვის პიროვნების მორალური სრულქმნა ერის კეთილდღეობის მტკიცე საწინდარი იყო. ამიტომაც მათს შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა დიდაქტიკურ მოძღვრებას. ვახტანგმა არა მხოლოდ საკუთარ პოეზიაში შემოიტანა დიდაქტიკური მოტივები, არამედ თარგმნა დიდაქტიკური ეპოსის ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლები, როგორიცაა „ამირნასარიანი“, „ქილილა და დამანა“ (ამ ძეგლის საბოლოო რედაქცია სულხან-საბა ორბელიანს ეკუთვნის).

ვახტანგს შესამჩნევი ადგილი უკავია ქართული ლირიკის ისტორიაში. მართალია, მისი, როგორც პოეტის, შემოქმედებითი პროდუქცია არ არის მდიდარი, მაგრამ იგი ყურადღებას იპყრობს რიგი სიახლეებით. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ვახტანგმა „ვეფხისტყაოსნის“ მისეული ალეგორიული თარგმანების პრინციპი საკუთარ შემოქმედებაშიც გაატარა და თავისი „სატრფიალონი“ მისტიკური სიყვარულის თემას მიუძღვნა. ამ თემას ნიადაგი უკვე ჰქონდა მომზადებული ჩვენს სინამდვილეში. ვახტანგის მიერ გაკვალულ გზას ერგულად მიჰყვნენ მ. ბარათაშვილი, დ. გურამიშვილი და სხვანი.

მკვლევართა მოსაზრებით, ვახტანგმა შემოიტანა ქართულ პოეზიაში სამშობლო — სატრფოს სახე. საკუთარი მიწა-წყლის ისეთი ცხოველი განცდა, როგორიც ვახტანგის პოეზიაშია მოცემული („სალბუნად გულისა“), მანამდე არც ერთი ქართველი პოეტის შემოქმედებაში არ გვხვდება.

ვახტანგ მეექვსემ გარკვეული სიახლე შეიტანა რელიგიური თემატიკის დამუშავებაშიც. კერძოდ, ქრისტიანული მწერლობისთვის კარგად ცნობილი თემები მან ლირიკულ ასპექტში გააშუქა („მე შევამკევ ცა, ქვეყანა“, „შურით აღივსნეს უგბილნი“) და მათთვის განსაკუთრებული უშუალობის მინიჭებით მკითხველზე ემოციური ზემოქმედების ახალი გზები დასახა. შემდგომ ამ თემის დამუშავება პოეტური სრულყოფით შეძლო დ. გურამიშვილმა.

„აღორძინების“ ხანის მწერლობისთვის მეტად აქტუალური პრობლემა წუთისოფლისა ვახტანგმაც დასახა თავისი პოეზიის საგნად. მაგრამ, წინაპართა თუ თანამედროვეთაგან განსხვავებით, ეს თემაც ინტიმურ პრიზმაში გარდატეხა. ვახტანგი სოფლის მიღების იდეასაც წინამორბედთაგან განსხვავებული პათოსით აფუძნებდა. იმ აზრებს, „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრულ ქსოვილში რომ არის განფენილი, ვახტანგი, მართალია, დიდაქტიკურად, მაგრამ ეპოქისთვის საჭირო კატეგორიულობითა და სიცხადით აყალიბებდა.

ვახტანგ მეექვსის შემოქმედებაში ღრმად შემოჭრილი ლირიკული ნაკადი მხატვრულ ფორმაშიც გამოვლინდა. იმდენად ახალი და თავისებურია მისი ზოგიერთი ლექსის ხმოვანება, რომ ჭირს მათში ამოვიცნოთ ოცმარცვლოვანი ჩახრუხაული თუ თექვსმეტმარცვლოვანი რუსთაველური ლექსის საზომები. ხოლო ვახტანგის „რანი და მოვაკანი და…“ ბრწყინვალე ნიმუშია ისეთი ლექსისა, რომელიც ვეღარ თავსდება პოეზიის საზღვრებში და შეერწყმის მუსიკას. სავსებით მართებულად ვახტანგს ქართველი ლექსის ნოვატორთა (სულხან-საბა ორბელიანი, მ. ბარათაშვილი, დ. გურამიშვილი) გვერდით განუკუთვნებენ ადგილს.

ტექსტი

  • ვახტანგ მეექვსე, ლექსები და პოემები, 1975.

ლიტერატურა

  • ა. ბარამიძე, ვახტანგ VI, წიგნში: ნარკვევები, ტ. II, 1946, გვ. 439-455;
  • ლ. მენაბდე, ვახტანგ VI, წიგნში: ქართული ლიტერატურის ისტორია, 1966, ტ. II.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები