მიქაელ მოდრეკილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Masatiani გვერდი „მიქაელ მოდრეკილი“ გადაიტანა გვერდზე „მიქელ მოდრეკილი“)
(მომხმარებელმა Masatiani გვერდი „მიქელ მოდრეკილი“ გადაიტანა გვერდზე „მიქაელ მოდრეკილი“ გადამის...)

16:13, 24 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

მიქაელ მოდრეკილი — X საუკუნის ქართველი პოეტ-ჰიმნოგრაფი, მწიგნობარი, კალიგრაფი, მგალობელი, შემდგენელ-რედაქტორი ვრცელი იადგარისა, რომლის ხელნაწერი უნიკალურია, როგორც შედგენილობის, ისე მხატვრული გაფორმების თვალსაზრისით, X საუკუნის ქართული წიგნის ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშია; კრებული შედგენილია 978–988 წლებში შატბერდის მონასტერში; თავდაპირველად მასში 1264 გვერდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენამდე მოღწეულია 544 გვერდი; მან თავი მოუყარა მისი დროისათვის ქართულ მღვდელმსახურებაში გავრცელებულ საგალობლებს (ორიგინალურსა და ნათარგმნს), როგორც ქართველ (მიქაელ მოდრეკილი, იოანე მტბევარი, იოანე მინჩხი, სტეფანე სასანოისძე-ჭყონდიდელი, ეზრა, იოანე ქონქოსისძე, ბასილი, კურდანაი, მერჩულე), ისე ბერძენ ავტორთა ჰიმნებს. მიქაელ მოდრეკილის მიერ შედგენილი ქართული საგალობლების კრებული ძველი ქართული სამუსიკო კულტურის დიდებული ძეგლია.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები