ალ-ბათანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ალ-ბათანი''' (≈850 – 929) – არაბი მათემატიკოსი. განავითარა მეცნიე...) |
მიმდინარე ცვლილება 23:29, 7 ნოემბერი 2023 მდგომარეობით
ალ-ბათანი (≈850 – 929) – არაბი მათემატიკოსი. განავითარა მეცნიერება ტრიგონომეტრიული ფუნქციების შესახებ – სინუსი, კოსინუსი, კოტანგესი. დაადგინა რომ მართკუთხა სამკუთხედში მახვილი კუთხე შეიძლება განისაზღვროს ერთი კათეტის მეორესთან შეფარდებით. დაადგინა ტრიგონომეტრიული დამოკიდებულება, რომელიც არსებითად კოსინუსების თეორემას წარმოადგენს.