მეფე-ირემი (გიცი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''„მეფე-ირემი“''' – იტალიელი დრამატურგის კარლო გოცის ფიაბა...)
 
(წყარო)
 
ხაზი 15: ხაზი 15:
 
[[მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II]]
 
[[მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II]]
 
[[კატეგორია:დრამატურგია]]
 
[[კატეგორია:დრამატურგია]]
[[კატეგორია:გოცის პიესები]]
+
[[კატეგორია: კარლო გოცის პიესები]]
 
[[კატეგორია:კარლო გოცი]]
 
[[კატეგორია:კარლო გოცი]]

მიმდინარე ცვლილება 01:01, 12 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

„მეფე-ირემი“ – იტალიელი დრამატურგის კარლო გოცის ფიაბა, (1762).

ეს პიესა დრამატული და პოეტურია, კომიკური მასში ცოტაა, ხოლო ნიღბების რიცხვი დაყვანილია მინიმუმამდე. პიესა ადიდებს თავდადებულ ცოლქმრულ სიყვარულს. გოცი ხატავს პანტალონეს ქალიშვილის, ანჯელას სათუთ სახეს, რომელიც მეფე დერამომ ცოლად აირჩია მისდამი გულწრფელი და უანგარო სიყვარულისთვის. ანჯელა მეუღლის ერთგული რჩება მაშინაც კი, როდესაც ავკაცი ტარტალია მოტყუებით იღებს მეფის იერს, ხოლო მეფე იძულებულია წარდგეს ანჯელას წინაშე მოხუცი ღარიბის სახით. მაგრამ მაშინაც ანჯელა ცნობს ღარიბში საყვარელი ადამიანის ამაღლებულ სულს.

პიესაში ასევე ასახულია განმანათლებლური ლიტერატურის ერთერთი მნიშვნელოვანი თემა – კეთილი მეფისა და ბოროტი მინისტრის დაპირისპირება. დერამო – კეთილი მეფეა, ხოლო მინისტრი ტარტალია – ბოროტი. ამპარტავანი ფიქრები უბიძგებენ მას, უნამუსო საქციელის ჩადენისკენ: იგი ცდილობს მოკლას მეფე, გადააქციოს იგი ირმად და როდესაც ტახტს დაიმკვიდრებს, იმოქმედოს, როგორც ნამდვილმა ტირანმა. მაგრამ პიესის ბოლოს თავად იქცევა ურჩხულად.

ფანტასტიკა პიესაში თამაშობს მნიშვნელოვან როლს, მაგრამ არა ისეთს, როგორც „ყორანში“. ახალ კომედიაში ის თავდაპირველად სიუჟეტის ფორმირებას ახდენს, შემდგომ კი ანგრევს მას. ე. ი. ჯადოქრის საჩუქრები მეფე დერამოსთვის: მოლაპარაკე ქანდაკება, რომელიც ეხმარება მას, ცოლად აირჩიოს ერთგული ანჯელა; ჯადო მიცვალებულზე, რომელიც ჯადოს მთქმელს მკვდრად აქცევს, მაშინ, როდესაც მისი სული გადადის მოკლულ ცხოველში ან ადამიანში – ზუსტად ის, რაც მოსდის დერამოს – ყველაფერი ეს მიმართულებას აძლევს მოქმედებას. მაგრამ პიესის ფინალში ფანტასტიკურის კანონები წყვეტენ მოქმედებას: მეფე უბრუნდება თავის იერს, ხოლო ტარტალია გადაიქცევა რქიან ურჩხულად, არა იმ კანონებით, რომლებიც მოქმედებდნენ მანამდე, არამედ ჯადოქრობის შედეგად.

ლაშა ჩხარტიშვილი


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები