დედუქცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''დედუქცია''' (''ლათ''. deductio - გამოყვანა) – მსჯელობისა (დასკვნის) და მ...) |
15:17, 15 ნოემბერი 2023-ის ვერსია
დედუქცია (ლათ. deductio - გამოყვანა) – მსჯელობისა (დასკვნის) და მეცნიერული კვლევის ერთ-ერთი მეთოდი. წინაპირობებიდან ან კვლევის პროცესში შემუშავებული ჰიპოთეზებიდან ისეთი დასკვნების გამოყვანა, რომლებიც ამ პირობებიდან აუცილებლობით გამომდინარეობენ და პირობებშივე არიან ნაგულისხმევი. დედუქცია არის მსჯელობის ხერხი – ზოგადი დებულებიდან კერძო დასკვნის გამოყვანა.
ტერმინი „დედუქცია“ შემოიღო ბოეთიუსმა, თუმცა ეს ცნება გარკვეული აზრით პირველად არისტოტელემ ჩამოაყალიბა.