პრასანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 22: ხაზი 22:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
* [[თბილისის მიდამოების ფლორის სამკურნალო გეოფიტები]].[[https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/461011/1/TbilisisMidamoebisFlorisSamkurnaloGeofitebi.pdf]]
+
* [[თბილისის მიდამოების ფლორის სამკურნალო გეოფიტები]].
 +
 
  
[[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]]
 
 
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ხახვისებრნი]]
 
[[კატეგორია:ხახვისებრნი]]
 +
[[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]]

19:28, 15 ნოემბერი 2023-ის ვერსია

პრასანა - Allium paradoxum (Bieb) Don.

Allium paradoxum (Bieb) Don. — პრასანა

მრავალწლოვანი ბოლქვოვანი მცენარეა, 20-30 სმ სიმაღლის ღეროთი და მარტოული, პრიალა, ხაზური, 0,5-1-2,5 სმ სიგანის ფოთლით. ყვავილები თეთრია, გრძელყუნწიანები, მათ ძირში პატარა ზომის მომრგვალო ბოლქვებით, რომლებიც ჯგუფურადაა განვითარებული. ყვ. V; ნყ. VI.

ხასიათდება საკვები და სამკურნალო მნიშვნელობით.

ჰირკანული სახეობაა; კლასიკური ადგილსამყოფელია – საქართველო. ტიპი პეტერბურგში (Гроссгейм, 1940).

საერთო გავრცელება: ჩრდ.ირანი, შუა აზია (მთიანი თურქმენეთი, დას.კოპეტ-დაგი) (Фл. СССР, 1935).

კავკასია: დაღესტანი; აღმ. ამიერკავკასია, თალიში (Гроссгейм, 1940; Фл. СССР, 1935).

საქართველოში გავრცელებულია: ქართლი (საქ.ფლორა, 1941; საქ. მც.სარკვ., 1969).

თბილისის მიდამოებში იზრდება: თელეთის ქედზე, კოჯორში, ბეთანიაში, სარკინეთის, არმაზისა და მართაზის ხეობებში, საგურამოს ქედზე, ნორიოში, ბევრეთში, გლდანი-თიანეთის ტყეებში, თბილისის ბოტანიკურ ბაღში.

პრასანა პოლიკარპული ეფემეროიდული გეოფიტია, ტყის ტიპიური მცენარე. უმთავრესად იზრდება მუხნარ-წიფლნარებსა და რცხილნარებში; ზოგიერთ ადგილას ჰქმნის გაზაფხულის სინუზიას. კარგად ვითარდება დაჩრდილულსა და შედარებით ნოტიო ადგილებში; მრავალრიცხოვანი პოპულაციები აღირიცხება: ბოტანიკურ ბაღში, მართაზის, არმაზის ხეობებში, საგურამოს ქედზე, კოჯრის მიდამოებში.

მიუხედავად იმისა, რომ არ მიეკუთვნება იშვიათ მცენარეთა რიცხვს, პერსპექტივაში სასურველია მისი კულტივირება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები