იალნოს ქედი
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:საქართველოს მთები]] | [[კატეგორია:საქართველოს მთები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:იალნოს ქედი]] |
10:57, 16 ნოემბერი 2023-ის ვერსია
იალნოს ქედი (იალნოს მთა)
გარდაბნის რაიონის ჩრდილოეთი და ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი უჭირავს მთებს, სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ვაკეებსა და ზეგანს. ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს კონგლომერანტებით, ქვიშაქვებით, თიხებითა და ქვიშებით აგებული იალნოს ქედი (მთა იალნო 1881 მ), დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით - ინტენსიურად დანაოჭებული პალეოგენური ასაკის ვულკანოგენური და დანალექი (თიხები და ქვიშაქვები) ქანებით აგებული თრიალეთის ქედის აღმოსავლეთის დაბოლოების განშტოებები - კოჯორ-საყარაულოს, მთაწმინდის, თაბორის, თელეთის ქედები და მათ შორის მოქცეული ხეობები. იალნოს ქედის სამხრეთ კალთის გასწვრივ გადაჭიმულია ზედა ეოცენურ-ქვედა მიოცენური ასაკის თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით აგებული სამგორის ტალღობრივი ვაკე, რომელიც აღმოსავლეთით ერწყმის ივრის ზეგანს, სამხრეთ-აღმოსავლეთით გარდაბნის ვაკეს. საქართველოს ფარგლებში გარდაბნის ვაკე იკავებს 40 კმ სიგრძის ზოლს, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 15-17 კმ-მდე არის გაფართოებული. ამ საფეხურებრივ ვაკეს, რომელიც მტკვარსა და ივრის ზეგნის კიდეს შორისაა მოქცეული, თავის უდაბლეს, მტკვრისპირა ნაწილში 270-350 მ აბსოლუტური სიმაღლე აქვს; ზეგნისაკენ იგი 400 მ-მდე მაღლდება. გარდაბნის ვაკის ზედაპირი შედგენილია მტკვრის რამდენიმე ალუვიურ-დელუვიური ნალექებით აგებული აკუმულაციური ტერასით, რომელთა შეფარდებითი სიმაღლე ცვალებადობს ათეული მეტრიდან ასიოდე მეტრამდე. გარდაბნის ვაკის ნიადაგური საბურველი წარმოდგენილია ბაცი წაბლა და ყომრალ-წაბლა ნიადაგებით, რომლებიც ზოგიერთ ადგილას დამლაშებულია ღია გრუნტისა და ზედაპირული წყლებით. ბუნებრივი მცენარეულობა მიეკუთვნება აბზინდა-უროიანი სტეპის ტიპს.