თელეთის ქედი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 37: ხაზი 37:
 
* [[გარდაბნის რაიონში მოზარდი სამკურნალო მცენარეების მრავალფეროვნება]].
 
* [[გარდაბნის რაიონში მოზარდი სამკურნალო მცენარეების მრავალფეროვნება]].
  
 +
[[კატეგორია: საქართველოს მთები]]
 
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]]
 
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]]

11:31, 16 ნოემბერი 2023-ის ვერსია

თელეთის ქედი

თელეთის ქედი

თელეთის ქედი, რომელიც თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთის შტოქედს წარმოადგენს, მდებარეობს თბილისის ქვაბულის სამხრეთ საზღვარზე, აქვს განედური მიმართულება, მისი სიგრძე მდ. მტკვრიდან დასავლეთით 13-14 კმ-ია, ამავე მიმართულებით ქედი მაღლდება ზღვ. დონიდან 441 მ-დან 1100 მ-მდე. თელეთის ქედზე მდებარეობს მწვერვალი შავნაბადა (825 მ). თელეთის ქედის გაგრძელებას დასავლეთით წარმოადგენს კოჯორ-საყარაულოს ქედი (მწ. საყარაულო 1473 მ), რომელიც დასავლეთით თანდათან მაღლდება და მდინარეების ვერესა და ალგეთის საკმაოდ მაღალი წყალგამყოფით უკავშირდება თრიალეთის მთავარ ქედს. თელეთის ქედის სამხრეთით მდებარე კუმის-წალასყურის ვაკე და კუმისის ტაფობი ვაკე - წალასყურის სერით ორად იყოფა: წალასყურის (აღმოსავლეთით) ვრცელ და მაღალ (ზღვ. დ. 600-700 მ) და კუმისის (დასავლეთით) შედარებით დაბალ (ზღვ.დ. 500 მ-მდე) და მცირე ვაკედ. თელეთის ქედის ჩრდილოეთით, მტკვართან ახლოს, ჩადაბლებულ ადგილში მდებარეობს კრწანისის ვაკე. მას სამკუთხედის ფორმა აქვს ფუძით მტკვრისაკენ.

თელეთის ქედი აგებულია შუა ეოცენური ტუფოგენური უხეშ შრეობრივი და მასიური ანდეზიტური დანალექებით. თელეთის ქედის ნაოჭები მტკვრის მარცხენა მხარეზე გადადიან და იქ იძირებიან. მის ფერდობებზე ფართოდაა გავრცელებული დელუვიურ-პროლუვიური ნალექები, რომელიც მეტწილად თიხნარების, ლიოსისებური თიხებისა და ღორღისაგან შედგება.

თელეთის ქედი

თელეთის ქედის კალთები მშრალი ხევებითაა დანაწევრებული, შემოსილია უმეტესად ჯაგეკლიანი ბუჩქნარით. კალთების ქვემო ნაწილში ხელოვნურადაა გაშენებული ტყეები.

თელეთის ქედის დასავლეთ თხემურ ნაწილში მდებარეობს სოფ. ტაბახმელა, სამხრეთ კალთაზე - სოფლები ახალწყარო, ზემო თელეთი, მუხრან-თელეთი, ქვემო თელეთი და წალასყური.

თელეთის ქედზე, სამკურნალო მცენარეების ინვენტარიზაციასთან ერთად, მნიშვნელოვანია ამ ადგილებში მითითებული საქართველოს ფლორის იშვიათი სახეობების, საქართველოს წითელი წიგნის ობიექტების - ბიბერშტეინის ტიტას – Tulipa biebersteiniana, წითელი ტიტას- Tulipa eichleri, ქართული ზამბახის - Iris iberica, ქონდარა ზამბახის - Iris pumila, ქართული ნუშის- Amygdalus georgica, სათოვლიასყვავილა შტერნბერგიის - Sternbergia colchiciflora, უკვდავას - Helichrysum rubicundum და სხვა აქ მოზარდი იმ სახეობების მოძიება, რომლებიც ადრეულ წლებში ჩვენს მიერ იყო დაფიქსირებული, ამჟამად კი ამ ადგილებისათვის იშვიათია, გადაშენების საფრთხის წინაშეა და „წითელი წიგნის“ ობიექტებს წარმოადგენს.

შერეული ბუჩქნარი უფრო მეტად გვხვდება ჩაკეცილ, ხევისმაგვარ ადგილებში, რომლებიც შედარებით უფრო ტენიანია ნაჟური წყლების გავლენით და სადაც ხშირ შემთხვევაში მეზოფილური ბალახოვნებიცაა წარმოდგენილი. თუმცა ხევები პერიოდულად შრება საკმაოდ ძლიერ და ამის გამო შექმნილია შიბლიაკის ტიპის დაჯგუფებები. ამაღლებულ ადგილებსა და ღორღიან, კლდოვან ფერდობებზე იზრდება: Atraphaxis caucasica, Rhamnus pallasii, Rhus coriaria, Astracantha caucasica, A. microcephala, Ephedra procera, Prunus mahaleb, Prunus incana, Cotoneaster integerrimus, C. racemiflorus, Cotynus coggygria, Pyracantha coccinea, Pyrus salicifolia, Crataegus pentagyna, Cytisus caucasicus, Juniperus communis subsp. oblonga, Spiraea hypericifolia, Rhamnus cathartica.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები