ელინოფილიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ელინოფილიზმი''' − ბიზანტიური საეკლესიო კულტურის განფენა სხ...)

01:05, 21 დეკემბერი 2023-ის ვერსია

ელინოფილიზმი − ბიზანტიური საეკლესიო კულტურის განფენა სხვადასხვა ქრისტიანი ერების (სირიელთა, სომეხთა, ქართველთა, სლავთა…) ზოგადკულტურულ ტრადიციაში. ეს ტენდენცია გამოვლინდა ხელოვნების თითქმის ყველა დარგში – საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში, მხატვრობაში, ხატწერაში მუსიკასა და განსაკუთრებით ლიტერატურაში – როგორც ნათარგმნში, ისე ორიგინალურში.

ენობრივ-ლიტერატურული ასპექტით ელინო ფილიზმი გულისხმობს ბიზანტიური მწერლობის გავლენას არა მარტო შინაარსობრივი (თეოლოგიურ-ფილოსოფიური), არამედ ფორმობრივი (ენობრივ-სტილისტიკური და ტერმინოლოგიური) თვალსაზრისითაც. ელინოფილური მთარგმნელობითი მეთოდის მიზანია დედანთან მაქსიმალური ეკვივალენტურობის მიღწევა, რაც გულისხმობს თარგმანში დედნის ყველა დეტალის, აზრობრივი ნიუანსისა თუ ენობრიე-სტილისტიკური თავისებურების ასახვას. აქედან გამომდინარე, ელინოფილური თარგმანისათვის დამახასიათებელია ლექსიკური და სინტაქსური კალკების სიმრავლე, ახალი სამეცნიერო ენის შექმნის მკვეთრად გამოხატული ტენდენცია. ამგვარი ზედმიწევნითი მთარგმნელობითი მეთოდი ზოგჯერ თარგმანის ენის ხელოვნურობას იწვევდა, მაგრამ ამავე ტენდენციამ ხელი შეუწყო ქართული ენის მდიდარი და მრავალფეროვანი გამომხატველობითი საშუალებების ახლებურ ამოქმედებას.

ელინოფილიზმი როგორც კულტურული ორიენტაცია, ვლინდება ბიზანტიური კულტურის ცალკეული ეპოქისათვის დამახასიათებელი იდეებისადმი განსაკუთრებული ინტერესითა და მათი ათვისებით არაბერძენ მოღვაწეთა მიერ. ეს არის კლასიკური და საეკლესიო ტექსტების კრიტიკული კვლევა, კომენტატორული მოღვაწეობა, ლიტერტურულ-თეორიული აზროვნებისაკენ სწრაფვა, რიტორიკა-გრამატიკა-ფილოსოფიისადმი, ე. წ. „გარეშე სიბრძნისადმი“, ღრმა ინტერესი.

ელინოფილიზმის ჩამოთვლილი ნიშნები მეტნაკლებად ძველი ქართული მწერლობის ყველა პერიოდში შეინიშნებოდა, მაგრამ ელინოფილური მიმართულება, როგორც მკვეთრად გამოხატული კულტურული ორიენტაცია, ქართულ მწერლობაში XI ს. მეორე ნახევრიდან იჩენს თავს. ამ მიმდინარეობის ფუძემდებელია ცნობილი სასულიერო მოღვაწე და მწიგნობარი ეფრემ მცირე. მის თარგმანებში თუ ორიგინალურ კოლოფომებსა და კომენტარებში ცნებამ და ტერმინმა „ელინური“. „ელინურობა“, რომელსაც ადრექრისტიანულ ლიტერატურაში კულტურულ-თეოლოგიური მნიშენელობა ჰქონდა მიღებული და „წარმართულს“ აღნიშნავდა (შესაბამისად, XI ს-მდე ქართულ მწერლობაშიც უარყოფითად აღიქმებოდა), მკვეთრად უარყოფითი შინაარსი დაკარგა და მაღალი რიტორიკულ-ფილოსოფიური სტილისა და კარგი განათლების აღმნიშენელი გახდა.

ეფრემ მცირის თარგმანებში კარგად ჩანს ათონელთა მთარგმნელობითი ტრადიციებიდან ელინოფილურზე თანდათანობით გადასვლის პროცესი. თუკი თავისი მოღვაწეობის დასაწყისში იგი „ს�ტყუადართვითი“ (მეტ-ნაკლებად თავისუფალი) მთარგმნელობითი მეთოდით და ტერმინთა გადმოტანის თვალსაზრისით ათონელთა მიმდევარი იყო (გრიგოლ ღვთისმეტყველის I9 არალიტურგიკული სიტყვა, იოანე დამასკელის „დიალექტიკა“ და „გარდამოცემა”), მის გვიანდელ თარგმანებში (გრიგოლ ღეთისმეტყველის 16 ლიტურგიკული სიტყვა, არეოპაგიტული კორპუსი) უკვე თავს იჩენს მკვეთრაღ ჩამოყალიბებული ელინოფილური პოზიცია – დედანთან მაქსიმალური სიახლოვე, საღეთისმეტყველო-ტერმინოლოგიური სიზუსტე. ეფრემ მცირის კოლოფონებში („დიალექტიკისა“ და გრიგოლ ღეთისმეტყველის 16-სიტყვედის შესავლები, ფსალმუნთა და სამოციქულოს განმარტებათა წინასიტყვაობები ღა ბოლოსიტყვაობები) გამჟღავნებულია ბიზანტიაში მიმდინარე ლიტერატურული პროცესების ღრმა ცოდნა – ასახულია ბიზანტიური რიტორიკის აქტუალური საკითხები, სტილური და პოეტიკური თეორიები, მეცნიერულად ჩამოყალიბებულია მთარგმნელობითი კონცეფია. ელინოფილურ ორიენტაციას ავლენს ეფრემ მცირე ნუსხებზე მუშაობის დროსაც. კრებულები, რომლებშიც მისი თარგმანებია, თავისი აგებულებითა და ატრიბუტიკით – კოლოფონებით, ლექსიკოლოგიური, გრამატიკულ-რიტორიკული, საღვთისმეტყველო, მითოლოგიური კომენტარებით, მარგინალური, პროსოდიისა და პუნქტუაციის ნიშნებით მკვეთრად გამოხატული ბიზანტიზებული ხელნაწერებია.

ელინოფილური მიმდინარეობის გამგრძელებელია მწიგნობარი და მთარგმნელი არსენ იყალთოელი (XII ს.ე). მან განავითარა ეფრემ მცირის მიერ დაწყებული საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური ლიტერატურის თარგმნისა და კომენტირების საქმე (კრებული „დოგმატიკონი“). უშუალოდ არსენ იყალთოელი იყო დამფუძნებელი ე. წ. გელათური საღვთისმეტყველო სკოლისა, რომელიც ქართული მწერლობის გვიანელინოფილურ პერიოდს ქმნის (XII-XIII სს). ამ სკოლის წარმომადგენლები არიან პეტრე გელათელი (იოანე სინელის „კლემაქსი“), იოანე ჭიმჭიმელი (თეოფილაქტე ბულღარელის მარკოზისა და ლუკას სახარებების განმარტებანი), მაქსიმე აღმსარებლის ოხზულებათა, თეოფილაქტე ბულღარელის იოანეს სახარების განმარტებათა, ქსიფილინოსის ავტორობით ცნობილი მეტაფრასული საკითხავების, გელათური ბიბლიის (კიმენი და კომენტარები), ეკლესიასტეს განმარტებათა, ამონიოს ერმისისა (ჰერმიას) და იოსებ ფლავიუსის თხსულებათა მთარგმნელები და სხვ. ამ მიმდინარეობას აგვირგვინებს იოანე პეტრიწი ნემესიოს ემესელის „ბუნებისათჳის კაცისა“ და პროკლე დიადოქოსის „კავშირნი ღეთისმეტყუელებითნის“ თარგმანებითა და მათი კომენტარებით.

ელინოფილურმა იდეებმა გამოხმაურება პოვა ქართული ორიგინალურმწერლობაშიც (მემატიანეები, მეხოტბეები). ამ იდეებმა გარკვეულ-წილად ნიადაგი მოუმზადეს რუსთაველის მსოფლმხედვგელობასაც.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები