გრაფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გრაფი''' (''ბერძ.'' γραφιο – ვწერ, ვხაზავ, ვხატავ) – [[წერტილი (გეომეტ...) |
მიმდინარე ცვლილება 14:07, 25 იანვარი 2024 მდგომარეობით
გრაფი (ბერძ. γραφιο – ვწერ, ვხაზავ, ვხატავ) – წერტილთა სასრული სიმრავლე (გრაფის წვეროები), რომლის ზოგიერთი წყვილისათვის დადგენილია კავშირი (გრაფის წიბოები), ე.ი. გრაფი არის წვეროების (წერტილების) და წიბოების (კავშირების) სასრული სიმრავლე. წიბოები აკავშირებენ წვეროთა ზოგიერთ (შესაძლებელია ყველა) წყვილს, ამასთანავე წვეროთა წყვილები შეიძლება დაკავშირებული იყოს რამდენიმე წიბოთი.
გრაფების მაგალითებია: ქალაქების სიმრავლე (გრაფის წვეროები) და მათი შემაერთებელი გზები (გრაფის წიბოები); ელექტრული სქემის ელემენტები და მათი შემაერთებელი გამტარები.
ტერმინი პირველად გამოჩნდა დ. კენიგის სტატიაში და შემდეგ მისსავე მონოგრაფიაში (1936), რომელმაც იგი გადმოიღო შურის სტატიიდან (1912).