ნაკვთი (გრამატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ნაკვთი'''– საუღლებელი ერთეულის აღმნიშვნელი ტერმინი. შემოიღ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 16: ხაზი 16:
 
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]   
 
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]   
  
[[კატეგორია: საუღლებელი ერთეული]]
+
[[კატეგორია: საუღლებელი ერთეულები]]

მიმდინარე ცვლილება 23:49, 6 თებერვალი 2024 მდგომარეობით

ნაკვთი– საუღლებელი ერთეულის აღმნიშვნელი ტერმინი. შემოიღო არნ. ჩიქობავამ. ტერმინის შემოღება დაკავშირებული იყო „მწკრივისაგან“ განსხვავებული ცნების შემოტანასთან. მწკრივისაგან განსხვავებით, ნაკვთი არ არის გრამატიკული კატეგორია: იგი ტექნიკური ტერმინია და მიუთითებს უღვლილების ერთეულზე ამ ერთეულის ფუნქციის აღუნიშნავად. ამიტომ ნაკვთი ვერ იქნება გრამატიკული კატეგორია („უფუნქციო კატეგორია“ არ არის კატეგორია!), ისევე როგორც გრამატიკულ კატეგორიას არ გულისხმობენ ტერმინები: „ბგერა“, „ხმოვანი“, „ფუძე“ (არნ. ჩიქობავა).

ამდენად, „ნაკვთი“. და „მწკრივის, როგორც ტერმინების, გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესაბამის ცნებათა შორის განსხვავება.

გ. გოგოლაშვილი


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ, ერგატიული კონსტრუქციის პრობლემა იბერიულ-კავკასიურ ენებში, I, თბ., 1948.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები