ურბნისის წარწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(საამშენებლო წარწერა თეოდორე ეპისკოპოსისა, ლუკას ძისა:)
ხაზი 8: ხაზი 8:
 
„უფალო ღმერთო, შემიწყალე თეოდორე ეპისკოსოსი, ძეჲ ლუკაჲსი. მაშჱნებელი ამის სიონისაჲ. ოდეს ღმერთმან ღირს-მყო ამის სიონისა ეპისკოპოსად, იყო ესე სიონი დაძუელებულ უფროჲს ზომისა – ოთხნი კუთხენი და კონქი განპებულ იყუნეს, სუეტნი ქარტოცისანი დამპალ იყუნეს. და მომმადლა ღმერთმან ამის ყოვლისაჲ აღშჱნებაჲ,  
 
„უფალო ღმერთო, შემიწყალე თეოდორე ეპისკოსოსი, ძეჲ ლუკაჲსი. მაშჱნებელი ამის სიონისაჲ. ოდეს ღმერთმან ღირს-მყო ამის სიონისა ეპისკოპოსად, იყო ესე სიონი დაძუელებულ უფროჲს ზომისა – ოთხნი კუთხენი და კონქი განპებულ იყუნეს, სუეტნი ქარტოცისანი დამპალ იყუნეს. და მომმადლა ღმერთმან ამის ყოვლისაჲ აღშჱნებაჲ,  
 
ყოვლისა გაკეთებაჲ ძალითა სიონისა. მეოხებისათჳს (წინაშე) ღმრთისა, ყოველი გათავებითა მიქნია“.
 
ყოვლისა გაკეთებაჲ ძალითა სიონისა. მეოხებისათჳს (წინაშე) ღმრთისა, ყოველი გათავებითა მიქნია“.
 +
 +
წარწერის პირველ სტრიქონში დაქარაგმებით გადმოცემული „შ~ე“, რპმელიც, როგორც წესი, უნდა გაიხსნას II პირში – „შეიწყალე“, აქ იხსნება I პირში – „შემიწყალე“, რადგან თხრობა ტექსტისა I პირშია. წარწერაში დასტურდება არქიტექტურული ტერმინები: [[კუთხე (გეომეტრია)|კუთხე]], [[კონქი]], [[სვეტი|სუეტი]], ქარტოცი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეს უკანასკნელი, რომელიც „[[სხვენი|სხვენს]]“ აღნიშნავს დაწერილობითი ძეგლებიდან პირველად აქ გვხელდება.

21:47, 26 თებერვალი 2024-ის ვერსია

ურბნისის წარწერები – ქართული ასომთავრული და მხედრული წარწერები, შესრულებული ამოკვეთით ან რელიეფური ასოებით ქვის ფილებზე, რომლებიც ჩასმულია ურბნისის (ქარელის რ-ნი) სიონის (V-VI სს., გ. ჩუბინაშვილი) აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში. მათგან ასომთავრული – რელიეფური და ამოკვეთილი წარწერები თარიღდება X ს-ით, ხოლო მხედრული წარწერა მარიამ დედოფლისა 1668-ით. ურბნისის სხვა მხედრული წარწერებია: სამრეკლოზე – 1705, კანკელზე – 1706 (ორივე ეკუთვნის ვახტანგ VI-ს), გალავანზე – 1739 (ამჟამად დაკარგულია. ეკუთვნოდა ურბნელ ეპისკოპოსს ნიკოლოზ ხერხეულიმძეს. იმავე ფილაზე ამოკვეთილი იყო ორსტროფიანი თექვსმეტმარცვლოვანი ლექსი) და სხვ.

უძველესია ურბნისის ის წარწერები, რომლებმაც X ს-ში სიონის დაძველებული კათედრალური ტაძრის აღმდგენელ-განმაახლებელთა სახელები შემოგვინახა. ტაძარი შემდეგშიც არაერთხელ განუახლებიათ და ამის გამო X ს წარწერებიანი ფილებისათვის ადგილი შეუცვლიათ – ერთი საერთოდ თავდაღმაა კედელში ჩასმული, ხოლო მეორე – ჩრდილოეთის კედელში ცოკოლის ქეების წყობაშია მოქცეული და ტაძრის გარშემო ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შემდეგ გამოჩნდა. შინაარსის მიხედვით ეს წარწერები შემდეგი თანამიმდვერობით ლაგდება.

საამშენებლო წარწერა თეოდორე ეპისკოპოსისა, ლუკას ძისა:

„უფალო ღმერთო, შემიწყალე თეოდორე ეპისკოსოსი, ძეჲ ლუკაჲსი. მაშჱნებელი ამის სიონისაჲ. ოდეს ღმერთმან ღირს-მყო ამის სიონისა ეპისკოპოსად, იყო ესე სიონი დაძუელებულ უფროჲს ზომისა – ოთხნი კუთხენი და კონქი განპებულ იყუნეს, სუეტნი ქარტოცისანი დამპალ იყუნეს. და მომმადლა ღმერთმან ამის ყოვლისაჲ აღშჱნებაჲ, ყოვლისა გაკეთებაჲ ძალითა სიონისა. მეოხებისათჳს (წინაშე) ღმრთისა, ყოველი გათავებითა მიქნია“.

წარწერის პირველ სტრიქონში დაქარაგმებით გადმოცემული „შ~ე“, რპმელიც, როგორც წესი, უნდა გაიხსნას II პირში – „შეიწყალე“, აქ იხსნება I პირში – „შემიწყალე“, რადგან თხრობა ტექსტისა I პირშია. წარწერაში დასტურდება არქიტექტურული ტერმინები: კუთხე, კონქი, სუეტი, ქარტოცი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეს უკანასკნელი, რომელიც „სხვენს“ აღნიშნავს დაწერილობითი ძეგლებიდან პირველად აქ გვხელდება.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები