ფანჩვიძე ვლადიმერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფანჩვიძე ვლადიმერ“ გადაიტანა გვერდზე „ვლადიმერ ფანჩვიძე“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვლადიმერ ფანჩვიძე“ გადაიტანა გვერდზე „ფანჩვიძე ვლადიმერ“ გად...)

15:59, 27 თებერვალი 2024-ის ვერსია

ვლადიმერ ფანჩვიძე – (9 ივლისი 1906, ხაშური, – 10 დეკემბერი 1984, თბილისი), მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა მკვლევარი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი, საქართველოს მეცნნიერებათა დამსახურებული მოღვაწე.

1924 დაამთავრა ხაშურის ჰუმანიტარული ტექნიკუმი, 1930 – თსუ. 1932 ჩაირიცხა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის კავკასიისმცოდნეობის ინსტიტუტში ასპირანტად (თბილისში). 1935 გადაყვანილ იქნა ლენინგრადში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ენისა და აზროვნების ინსტიტუტში, სადაც 1936 დაამთავრა ასპირანტურა კავკასიის ენათა განხრით. 1938 დაიცვა საკანდიდატო, 1949 – სადოქტორო დისერტაცია.

ფანჩვიძე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას: კითხულობდა ლექციების კურსს თსუ-ში, უცხო ენათა ინსტიტუტსა და გორის პედაგოგიურ ისტიტუტში. სხვადასხვა დროს იყო თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, უცხო ენათა პედაგოგიური. ინსტიტუტის რექტორი. მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი. წლების განმავლობაში რედაქტორობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანოს – „იბერიულ-კაეკასიური ენათმეცნიერება“.

ფანჩვიძე იკვლევდა იბერიულ-კაეკასიურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებს, იყო ლეზგიური ჯგუფის ენების თვალსაჩინო სპეციალისტი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი დამსახურება უდიური ენის შესწავლაში, კერძოდ, უდიური ენის ფონეტიკური სისტემის აღწერა-დადგენაში, სახელისა და ზმნის ფორმაცვალებისა და გრამატიკული კატეგორიების კვლევაში, უდიურისა და ქართულ-ქართველურ ენათა მორფოლოგიური მონაცემების შეჯერებაში. მეცნიერის კველევის შედეგები აისახა მონოგრაფიაში „უდურის გრამატიკული ანალიზი“ (1974).

ფანჩვიძე ავტორია საყურადღებო ნაშრომებისა ქართული დიალექტოლოგიაში – იკვლევდა იმერულ კილოს, ჩატარებული აქეს საინტერესო ანალიზი ზემოიმერულსა და ქვემოიმერულს შორის არსებული გარდამავალი ზოლის, ე. წ. შუაიმერულის (ოკრიბა-ტყიბულის, თერჯოლისა და ბაღდათის რეგიონების) ენობრივ თავისებურებათა შესახებ.

მ. სუხიშვილი

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები