როსტომაშვილი დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''როსტომაშვილი დავით''' – (1871 – 1944), პოეტი მე-19 ს. მეორე ნახევრის მოღვაწე, ფოლკლორისტი. ფსევდონიმი – დ. ნინოწმინდელი. „ივერიის“, „კვალის“, „მოამბის“, „ცნობის ფურცელის“ თანამშრომელი. 90-იანი წლებიდან აქვეყნებდა ლექსებს. იყო ავლაბრის არალეგალური სტამბის ერთ-ერთი ორგანიზატორი. გამოქვეყნებული აქვს თუშური და ხევსურული ზეპირსიტყვიერი ნიმუშები. შემოგვინახა [[მთქმელი]]ს ვაჟიკა არაბულის რეპერტუარი. | + | '''როსტომაშვილი დავით''' – (1871 – 1944), პოეტი მე-19 ს. მეორე ნახევრის მოღვაწე, ფოლკლორისტი. ფსევდონიმი – დ. ნინოწმინდელი. „ივერიის“, „კვალის“, „მოამბის“, „ცნობის ფურცელის“ თანამშრომელი. 90-იანი წლებიდან აქვეყნებდა ლექსებს. იყო [[ავლაბარი|ავლაბრის]] არალეგალური სტამბის ერთ-ერთი ორგანიზატორი. გამოქვეყნებული აქვს თუშური და ხევსურული ზეპირსიტყვიერი ნიმუშები. შემოგვინახა [[მთქმელი]]ს ვაჟიკა არაბულის რეპერტუარი. |
მიმდინარე ცვლილება 23:26, 29 თებერვალი 2024 მდგომარეობით
როსტომაშვილი დავით – (1871 – 1944), პოეტი მე-19 ს. მეორე ნახევრის მოღვაწე, ფოლკლორისტი. ფსევდონიმი – დ. ნინოწმინდელი. „ივერიის“, „კვალის“, „მოამბის“, „ცნობის ფურცელის“ თანამშრომელი. 90-იანი წლებიდან აქვეყნებდა ლექსებს. იყო ავლაბრის არალეგალური სტამბის ერთ-ერთი ორგანიზატორი. გამოქვეყნებული აქვს თუშური და ხევსურული ზეპირსიტყვიერი ნიმუშები. შემოგვინახა მთქმელის ვაჟიკა არაბულის რეპერტუარი.
- განსვენებულ ალექსანდრე ყაზბეგს
- ნიჭით შემკულო, პოეტო,
- გადაჰყევ სოფლის ბრუნვასა,
- თუმც ღვაწლს გვიტოვებ შენს ნაცვლად,
- მაინც ვეძლევით ჭმუნვასა.
- ცოცხალი ბევრი იტანჯე,
- ძნელად თუ მიხვდი შვებასა,
- მაგრამ ეგ ღვაწლი გრძნობისა
- გითხზავს გვირგვინს და ქებასა.
- მშვიდობით, ერის დიდებავ,
- მშვიდობა შენსა ნავალსა,
- შენს სახელს ერი უგზავნის
- ქება-კურთხევას მრავალსა.