არხალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''არხალი''' – სოფელი საქართველოში თიანეთის რაიონში, მდინარე ...)
 
ხაზი 5: ხაზი 5:
 
[[ტოპონიმი|ტოპონიმ]] არხალის წარმოშობის გარკვევა სცადა მკვლევარმა ჯიბო ლომაშვილმა. მან არხალი [[არამეული ენა|არამეული]] და [[ქართული ენა|ქართული]] არ („მთა“) და ხარი სიტყვების ნაზავ ერთეულად წარმოგვიდგინა. ამ ვარაუდის მიხედვით არხალი თურმე ნიშნავს: „სოფელი, განთქმული მთის ჯიშიანი ხარებით“.
 
[[ტოპონიმი|ტოპონიმ]] არხალის წარმოშობის გარკვევა სცადა მკვლევარმა ჯიბო ლომაშვილმა. მან არხალი [[არამეული ენა|არამეული]] და [[ქართული ენა|ქართული]] არ („მთა“) და ხარი სიტყვების ნაზავ ერთეულად წარმოგვიდგინა. ამ ვარაუდის მიხედვით არხალი თურმე ნიშნავს: „სოფელი, განთქმული მთის ჯიშიანი ხარებით“.
  
ამასთან დაკავშირებით, კვლავ შევნიშნავთ, რომ ქართულ ტობონიმიამი არ დასტურდება არამეული და ქართული [[სიტყვა|სიტყვების]] შეერთების თუნდაც ერთი შემთხვევა. ასე რომ არხალის არამეული არ („მთა“) და ქართული ხარი სიტყვებისაგან მომდინარეობა უნდა გამოირიცხოს. სახელწოდების წარმოშობის გარკვევაში ძალზე გვეხმარება აკად. [[ბერძენიშვილი ნიკოლოზი|ნ. ბერძენიშვილი]]ს მიერ მოწოდებული ცნობა იმის შესახებ, რომ არხალს ძველად არხლიანთ კარი რქმევია. ეს ფაქტი იმაზე მიგვანიშნებს, რომ არხალი [[ანთროპონიმი|ანთროპონიმული]] (გვაროვნული) წარმოშობის სახელი ყოფილა, რამდენადაც საზღვრული სიტყვა კარი ძირითადად ისეთ ტოპონიმებს დაერთვის, რომლებშიც ამა თუ იმ გვარის სიმრავლეა აღნიშნული: გონჯილაანთკარი, ცალუღელაანთკარი, წიკვლიაანთკარი, ჩეკურაანთკარი… კობიაანთკარი, ვარსიმაანთკარი, მილახვრიანთკარი… მაშასადამე, არხალი (არხლიანთკარი) ნიშნავს: „არხალიშვილების||არხლიშვილების სოფელი“.
+
ამასთან დაკავშირებით, კვლავ შევნიშნავთ, რომ ქართულ ტოპონიმიაში არ დასტურდება არამეული და ქართული [[სიტყვა|სიტყვების]] შეერთების თუნდაც ერთი შემთხვევა. ასე რომ არხალის არამეული არ („მთა“) და ქართული ხარი სიტყვებისაგან მომდინარეობა უნდა გამოირიცხოს. სახელწოდების წარმოშობის გარკვევაში ძალზე გვეხმარება აკად. [[ბერძენიშვილი ნიკოლოზი|ნ. ბერძენიშვილი]]ს მიერ მოწოდებული ცნობა იმის შესახებ, რომ არხალს ძველად არხლიანთ კარი რქმევია. ეს ფაქტი იმაზე მიგვანიშნებს, რომ არხალი [[ანთროპონიმი|ანთროპონიმული]] (გვაროვნული) წარმოშობის სახელი ყოფილა, რამდენადაც საზღვრული სიტყვა კარი ძირითადად ისეთ ტოპონიმებს დაერთვის, რომლებშიც ამა თუ იმ გვარის სიმრავლეა აღნიშნული: გონჯილაანთკარი, ცალუღელაანთკარი, წიკვლიაანთკარი, ჩეკურაანთკარი… კობიაანთკარი, ვარსიმაანთკარი, მილახვრიანთკარი… მაშასადამე, არხალი (არხლიანთკარი) ნიშნავს: „არხალიშვილების||არხლიშვილების სოფელი“.
  
  

00:40, 11 მარტი 2024-ის ვერსია

არხალი – სოფელი საქართველოში თიანეთის რაიონში, მდინარე იგრის ზემო წელზე (დღევ. დულუზაურები).

„ჩვენი ხალხი აქ გადმოსულა არხლიდან. არხალი მაღლა იყო, მთაში. უგზოობით შეწუხებულა ხალხი და თანდათან ამ ადგილებში დასახლებულა. ჩვენაც იმათ მამისახლობაზე მოვდივართ“ (ალექსანდრე დულუზაური).

ტოპონიმ არხალის წარმოშობის გარკვევა სცადა მკვლევარმა ჯიბო ლომაშვილმა. მან არხალი არამეული და ქართული არ („მთა“) და ხარი სიტყვების ნაზავ ერთეულად წარმოგვიდგინა. ამ ვარაუდის მიხედვით არხალი თურმე ნიშნავს: „სოფელი, განთქმული მთის ჯიშიანი ხარებით“.

ამასთან დაკავშირებით, კვლავ შევნიშნავთ, რომ ქართულ ტოპონიმიაში არ დასტურდება არამეული და ქართული სიტყვების შეერთების თუნდაც ერთი შემთხვევა. ასე რომ არხალის არამეული არ („მთა“) და ქართული ხარი სიტყვებისაგან მომდინარეობა უნდა გამოირიცხოს. სახელწოდების წარმოშობის გარკვევაში ძალზე გვეხმარება აკად. ნ. ბერძენიშვილის მიერ მოწოდებული ცნობა იმის შესახებ, რომ არხალს ძველად არხლიანთ კარი რქმევია. ეს ფაქტი იმაზე მიგვანიშნებს, რომ არხალი ანთროპონიმული (გვაროვნული) წარმოშობის სახელი ყოფილა, რამდენადაც საზღვრული სიტყვა კარი ძირითადად ისეთ ტოპონიმებს დაერთვის, რომლებშიც ამა თუ იმ გვარის სიმრავლეა აღნიშნული: გონჯილაანთკარი, ცალუღელაანთკარი, წიკვლიაანთკარი, ჩეკურაანთკარი… კობიაანთკარი, ვარსიმაანთკარი, მილახვრიანთკარი… მაშასადამე, არხალი (არხლიანთკარი) ნიშნავს: „არხალიშვილების||არხლიშვილების სოფელი“.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები