წრფელობითი ბრუნვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''წრფელობითი ბრუნვა'''– ძველ ქართულში, ახა...)

17:34, 23 მარტი 2024-ის ვერსია

წრფელობითი ბრუნვაძველ ქართულში, ახალი ქართულისაგან განსხვავებით, გამოიყოფა ბრუნვა, რომელსაც წრფელობითი ეწოდება (წრფელობითი – „სწორი, პირდაპირი“). წრფელობითი ბრუნვა უნიშნოა, იგი სახელის ფუძეს წარმოადგენდა, ყველაზე მეტად გამოიყენებოდა შედგენილი შემასმენლის სახელად ნაწილად, დროისა და ვითარების გარემოებად. განსაზღვრულ შემთხვევებში ასრულებდა მისგან გვიან ჩამოყალიბებული სახელობითი ბრუნვის ფუნქციებსაც. აღნიშნავდა ქვემდებარესა და პირდაპი დამატებას; იხმარებოდა მხოლოდ ებ-იან მრავლობითში. მაგ., წრფელ ყვენით ალაგნი მისნი, ლ. 3, 4; მრავალ ჟამ სამოსელი არა შეემოსა, იქვე, ზ, 27: მაშინ ჰეროდე იდუმალ მოუწოდა მოგუთა მათ. მ. 2, 7; და იყო კაც ერთ მივლინებულ ღმრთისა მიერ, ი. 1, 6C; მრავალ სხუაცა სასწაულყო, იქვე, 20, 30.

სახელწოდება „წრფელობითი“ („საწრფელო“) პირველად გამოყენებული აქვს ზ. შანშოვანს (1737) ბრუნვის ნიშნის გარეშე, მხოლოდ ფუძის ფორმით წარმოდგენილი ბრუნვის აღსანიშნავად. მაგრამ ასეთებად, გარდა ხმოვანფუიძიანი სახელებისა, ის მიიჩნევდა აგრეთვე თანხმოვანფუიძიანი სახელების სახელობითი ბრუნვის ფორმასაც (საწრფელო – წერო, კაცი; სანათესაო – წერო-სი, კაცი-სა). დაწერილებითი მსჯელობაა წრფელობითი (იგიეე სახელობითი) ბრუნეის შესახებ ანტონ I-ის „ქართულ გრამატიკაში“ (I რედ. 1753).

ანტონის მიხედეით, წრფელობითი არის „დასაბამ ბრუნჟათა“, რომელსაც ორი ფუნქცია აქეს: I. „დაჰნიშ- ნავს რომლისამე მყოფისა არსებასა მარტივად“; 2.„ჰნიშნავს მდგომარეობასა თჳსსა უცUuuu.JPGალებლად“. იგი „თჳთმდგომარეა“.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები