ოზურგეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ოზურგეთი''' – ქალაქი დასვლეთ საქართველოში, ოზურგეთის მუნიც...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ოზურგეთი''' – ქალაქი დასვლეთ საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გურიის რაიონული ცენტრი. 1933 წლიდან  მახარაძე შეერქეა, მაგრამ 1989 წელს მას კვლავ დაუბრუნდა თავისი ისტორიული სახელწოდება.
+
'''ოზურგეთი''' – ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გურიის რაიონული ცენტრი. 1933 წლიდან  მახარაძე შეერქვა, მაგრამ 1989 წელს მას კვლავ დაუბრუნდა თავისი ისტორიული სახელწოდება.
  
==== სახელწოდება ====
 
==== სახელწოდება ====
ადგილობრივ მოსახლეობაში დღესაც პოპულარულია ხალხური ახსნა: ოსურ გეთ „ქალიშვილი წაიყვანეს” (თურქები აქედან ხშირად  
+
ადგილობრივ მოსახლეობაში დღესაც პოპულარულია ხალხური ახსნა: ოსურ გეთ „ქალიშვილი წაიყვანეს” (თურქები აქედან ხშირად იტაცებდნენ ულამაზეს ჭაბუკებს და ქალიშვილებს სამხრეთის ქვეყნების ბაზრებზე გასაყიდადო). ამ ხალხურ ვერსიას, რა თქმა უნდა, სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს.
იტაცებდნენ ულამაზეს ჭაბუკებს და ქალიშვილებს სამხრეთის ქვეყნების ბაზრებზე გასაყიდადო). ამ ხალხურ ვერსიას, რა თქმა უნდა, სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს.
+
  
ტოპონიმი ოზურგეთი წარმოშობით მეგრულია. მასში გამოიყოფა თავსართი ო-, რომელიც ფუნქციურად ქართული სა- [[პრეფიქსი]]ს ფა�დია (შდრ. მეგრ. ო-ირემ-ე და ქართ. სა-ირ-მე, მეგრ. ო-ტორონჯ-ია და ქართ. სა-მტრედ-ია (ტორონჯი-მტრედი), მეგრ. ო-კრიბ-ა და ქართ. სა-კრა(ვ-)ულ-ა (კირიბი-კრავი, ბატკანი).. ძირია დასავლურ ქართული (კოლხური) ზუგ-ი (აქედან რ-ს ფონეტიკური განვითარებით – ზურგი); იგი ნიშნავს „ბორცვი“, „გორაკი“, „შემაღლებული ბუნებრივი გორა, პატარა მთა“. სახელწოდებას ბოლოში დართული აქვს ქართული გეოგრაფიული -ეთ [[სუფიქსი]], რომელიც რაღაც საგანთა კრებითობაზე, გავრცელებულობაზე მიგვანიშნებს, მაშასადამე ოზურგეთი (ო-ზუგ-ეთ-ი||ო-ზურგ-ეთ-ი) უნდა გავიგოთ როგორც „საზურგეთი“,  
+
ტოპონიმი ოზურგეთი წარმოშობით მეგრულია. მასში გამოიყოფა თავსართი ო-, რომელიც ფუნქციურად ქართული სა- [[პრეფიქსი]]ს ფადია (შდრ. მეგრ. ო-ირემ-ე და ქართ. სა-ირ-მე, მეგრ. ო-ტორონჯ-ია და ქართ. სა-მტრედ-ია (ტორონჯი-მტრედი), მეგრ. ო-კრიბ-ა და ქართ. სა-კრა(ვ-)ულ-ა (კირიბი-კრავი, ბატკანი).. ძირია დასავლურ ქართული (კოლხური) ზუგ-ი (აქედან რ-ს ფონეტიკური განვითარებით – ზურგი); იგი ნიშნავს „ბორცვი“, „გორაკი“, „შემაღლებული ბუნებრივი გორა, პატარა მთა“. სახელწოდებას ბოლოში დართული აქვს ქართული გეოგრაფიული -ეთ [[სუფიქსი]], რომელიც რაღაც საგანთა კრებითობაზე, გავრცელებულობაზე მიგვანიშნებს, მაშასადამე ოზურგეთი (ო-ზუგ-ეთ-ი||ო-ზურგ-ეთ-ი) უნდა გავიგოთ როგორც „საზურგეთი“, „საბორცვეთი“; „ადგილი, სადაც მრავლად არის ბუნებრივი ბორცვები, ზურგები“. ვისაც თუნდ ერთხელ უნახავს ოზურგეთის შემოგარენი, დარწმუნდება, რომ ამ გეოგრაფიულ სახელწოდებაში ზუსტად არის ასახული გურიის ულამაზესი მიკროლანდშაფტი.
„საბორცვეთი“; „ადგილი, სადაც მრავლად არის ბუნებრივი ბორცეები, ზუგები“. ვისაც თუნდ ერთხელ უნახავს ოზურგეთის შემოგარენი, დარწმუნდება, რომ ამ გეოგრაფიულ სახელწოდებაში ზუსტად არის ასახული გურიის ულამაზესი მიკროლანდშაფტი.
+
  
ტოპონიმ ოზურგეთის წარმომავლობის საკითხით მეცნიერები ძირითადად ჩვენი საუკუნის დამდეგიდან დაინტერესებულან. მის ირგვლივ სხვადასხვაგვარი თვალსაზრისები გამოუთქვამთ [[ჯანაშვილი მოსე|მ. ჯანაშვილს]], [[ნიკო მარი|ნ. მარს]],  
+
ტოპონიმ ოზურგეთის წარმომავლობის საკითხით მეცნიერები ძირითადად ჩვენი საუკუნის დამდეგიდან დაინტერესებულან. მის ირგვლივ სხვადასხვაგვარი თვალსაზრისები გამოუთქვამთ [[ჯანაშვილი მოსე|მ. ჯანაშვილს]], [[ნიკო მარი|ნ. მარს]], [[სახოკია თედო|თ. სახოკიას]], იუსტ. აბულაძეს, გ.ლომთათიძეს, ი.სიხარულიძეს, ზ. ჭუმბურიძეს, შ.გოგატიშვილს…
[[სახოკია თედო|თ. სახოკიას]], იუსტ. აბულაძეს, გ.ლომთათიძეს, ი.სიხარულიძეს, ზ.ჭუმბურიძეს, შ.გოგატიშვილს…
+
  
ნ.მარი ოზურგეთ ფორმაში გამოყოფდა ოზურ- (← ოსურ) [[სიტყვა]]ს („ქალი“, „ცოლი“) და გეთ- ელემენტს, რომელიც მას ჰე+თ სუფიქსისაგან მომდინარედ მიაჩნდა. იმავე -კეთ სუფიქსს ხედავდა ნ.მარი ისეთ ტოპონიმებში, როგორიც არის აკეთი, ერკეთი და სხვ. და ეს მაშინ, როცა ამ ტოპონიმებში აშკარად გამოიყოფა არა -კეთ- ელემენტი, არამედ ქართული –ეთ სუფიქსი.  
 
იუსტ. აბულაძეს ოზურგეთს მიიჩნევდა მაზდეანობისდროინდელ ენობრივ ფაქტად. მკვლევრის ვარაუდით ტოპონიმის პირველი ნაწილი ოზურ- მომდინარეობდა. არაბიზებული სპარსული სიტყვისაგან აზურ (ააზურ) – ნიშნავს „ცეცხლი“; მეორე ფუძე კი წარმოადგენდა სპარსულსავე ქედ, ქედე სიტყვას („სახლი“). საბოლოო ვარაუდით ოზურ-გეთ-ი უნდა გაგვეაზრებინა როგორც „ცეცხლის სახლი“. ამავე წერილში იუსტ. აბულაძემ მკაცრად გააკრიტიკა მ. ჯანაშვილისეული თვალსაზრისი – ოზურგეთი საზურგეთს ნიშნავსო. ამ ვარაუდს მან გაუგებრობა უწოდა.
+
იუსტ. აბულაძეს ოზურგეთს მიიჩნევდა მაზდეანობის დროინდელ ენობრივ ფაქტად. მკვლევრის ვარაუდით ტოპონიმის პირველი ნაწილი ოზურ- მომდინარეობდა. არაბიზებული სპარსული სიტყვისაგან აზურ (ააზურ) – ნიშნავს „ცეცხლი“; მეორე ფუძე კი წარმოადგენდა სპარსულსავე ქედ, ქედე სიტყვას („სახლი“). საბოლოო ვარაუდით ოზურ-გეთ-ი უნდა გაგვეაზრებინა როგორც „ცეცხლის სახლი“. ამავე წერილში იუსტ. აბულაძემ მკაცრად გააკრიტიკა მ. ჯანაშვილისეული თვალსაზრისი – ოზურგეთი საზურგეთს ნიშნავსო. ამ ვარაუდს მან გაუგებრობა უწოდა.
  
თ. სახოკია, პირიქით, მხარს უჭერდა მ. ჯანაშვილს: „ოზურგეთი იგივე სა-ზურგეთია. ამ აზრისაა ოზურგეთის სახელწოდების შესახებ ისტორიკოსი მ. ჯანაშვილიცა“. ოღონდ ტერმინი სა-ზურგ-ეთ-ი თ.სახოკიას გაგებული ჰქონდა საყრდენის, სიმაგრის მნიშვნელობით: ოსმალოს ჯარი ოზურგეთს იქით ვეღარ მიდიოდა, რადგან „გურულებს ამ ადგილას ზურგი ყოველთვის მაგრად ჰქონდათო“.
 
ხაზი 23: ხაზი 20:
  
==== გეოგრაფია ====
 
==== გეოგრაფია ====
ოზურგეთი მდებარეობს მდინარეებს ნატანებსა და ბჟუჟს შორის, ვაკეზე, ზღვის დონიდან 80 მეტრზე. ოზურგეთში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13,6 °C, იანვრის — 4,8 °C, ივლისის — 22,3 °C. აბსოლუტური მინიმუმი — -19 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი — 41 °C. ნალექბის წლიური ოდენობაა 2110 მმ. ქალაქში ოთხი მცირე მდინარე მიედინება (ბაზრისწყალი, აგიდაყვა, სკურჩა, შხვარაშხურა). მცირე მდინარეები, გარდა ბაზრისწყლისა თითქმის სრულიად დამარხულია. სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აკრავს მცირე სერები მოიდანახე და სერი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთიდან ექადიის გორაკი.
+
ოზურგეთი მდებარეობს მდინარეებს ნატანებსა და ბჟუჟს შორის, ვაკეზე, ზღვის დონიდან 80 მეტრზე. ოზურგეთში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13,6 °C, იანვრის — 4,8 °C, ივლისის — 22,3 °C. აბსოლუტური მინიმუმი — -19 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი — 41 °C. ნალექების წლიური ოდენობაა 2110 მმ. ქალაქში ოთხი მცირე მდინარე მიედინება (ბაზრისწყალი, აგიდაყვა, სკურჩა, შხვარაშხურა). მცირე მდინარეები, გარდა ბაზრისწყლისა თითქმის სრულიად დამარხულია. სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აკრავს მცირე სერები მოიდანახე და სერი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთიდან ექადიის გორაკი.
  
==წყარო==
 
==წყარო==

მიმდინარე ცვლილება 00:57, 11 აპრილი 2024 მდგომარეობით

ოზურგეთი – ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გურიის რაიონული ცენტრი. 1933 წლიდან მახარაძე შეერქვა, მაგრამ 1989 წელს მას კვლავ დაუბრუნდა თავისი ისტორიული სახელწოდება.

[რედაქტირება] სახელწოდება

ადგილობრივ მოსახლეობაში დღესაც პოპულარულია ხალხური ახსნა: ოსურ გეთ „ქალიშვილი წაიყვანეს” (თურქები აქედან ხშირად იტაცებდნენ ულამაზეს ჭაბუკებს და ქალიშვილებს სამხრეთის ქვეყნების ბაზრებზე გასაყიდადო). ამ ხალხურ ვერსიას, რა თქმა უნდა, სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს.

ტოპონიმი ოზურგეთი წარმოშობით მეგრულია. მასში გამოიყოფა თავსართი ო-, რომელიც ფუნქციურად ქართული სა- პრეფიქსის ფადია (შდრ. მეგრ. ო-ირემ-ე და ქართ. სა-ირ-მე, მეგრ. ო-ტორონჯ-ია და ქართ. სა-მტრედ-ია (ტორონჯი-მტრედი), მეგრ. ო-კრიბ-ა და ქართ. სა-კრა(ვ-)ულ-ა (კირიბი-კრავი, ბატკანი).. ძირია დასავლურ ქართული (კოლხური) ზუგ-ი (აქედან რ-ს ფონეტიკური განვითარებით – ზურგი); იგი ნიშნავს „ბორცვი“, „გორაკი“, „შემაღლებული ბუნებრივი გორა, პატარა მთა“. სახელწოდებას ბოლოში დართული აქვს ქართული გეოგრაფიული -ეთ სუფიქსი, რომელიც რაღაც საგანთა კრებითობაზე, გავრცელებულობაზე მიგვანიშნებს, მაშასადამე ოზურგეთი (ო-ზუგ-ეთ-ი||ო-ზურგ-ეთ-ი) უნდა გავიგოთ როგორც „საზურგეთი“, „საბორცვეთი“; „ადგილი, სადაც მრავლად არის ბუნებრივი ბორცვები, ზურგები“. ვისაც თუნდ ერთხელ უნახავს ოზურგეთის შემოგარენი, დარწმუნდება, რომ ამ გეოგრაფიულ სახელწოდებაში ზუსტად არის ასახული გურიის ულამაზესი მიკროლანდშაფტი.

ტოპონიმ ოზურგეთის წარმომავლობის საკითხით მეცნიერები ძირითადად ჩვენი საუკუნის დამდეგიდან დაინტერესებულან. მის ირგვლივ სხვადასხვაგვარი თვალსაზრისები გამოუთქვამთ მ. ჯანაშვილს, ნ. მარს, თ. სახოკიას, იუსტ. აბულაძეს, გ.ლომთათიძეს, ი.სიხარულიძეს, ზ. ჭუმბურიძეს, შ.გოგატიშვილს…

ნ.მარი ოზურგეთ ფორმაში გამოყოფდა ოზურ- (← ოსურ) სიტყვას („ქალი“, „ცოლი“) და გეთ- ელემენტს, რომელიც მას ჰე+თ სუფიქსისაგან მომდინარედ მიაჩნდა. იმავე -კეთ სუფიქსს ხედავდა ნ.მარი ისეთ ტოპონიმებში, როგორიც არის აკეთი, ერკეთი და სხვ. და ეს მაშინ, როცა ამ ტოპონიმებში აშკარად გამოიყოფა არა -კეთ- ელემენტი, არამედ ქართული –ეთ სუფიქსი.

იუსტ. აბულაძეს ოზურგეთს მიიჩნევდა მაზდეანობის დროინდელ ენობრივ ფაქტად. მკვლევრის ვარაუდით ტოპონიმის პირველი ნაწილი ოზურ- მომდინარეობდა. არაბიზებული სპარსული სიტყვისაგან აზურ (ააზურ) – ნიშნავს „ცეცხლი“; მეორე ფუძე კი წარმოადგენდა სპარსულსავე ქედ, ქედე სიტყვას („სახლი“). საბოლოო ვარაუდით ოზურ-გეთ-ი უნდა გაგვეაზრებინა როგორც „ცეცხლის სახლი“. ამავე წერილში იუსტ. აბულაძემ მკაცრად გააკრიტიკა მ. ჯანაშვილისეული თვალსაზრისი – ოზურგეთი საზურგეთს ნიშნავსო. ამ ვარაუდს მან გაუგებრობა უწოდა.

თ. სახოკია, პირიქით, მხარს უჭერდა მ. ჯანაშვილს: „ოზურგეთი იგივე სა-ზურგეთია. ამ აზრისაა ოზურგეთის სახელწოდების შესახებ ისტორიკოსი მ. ჯანაშვილიცა“. ოღონდ ტერმინი სა-ზურგ-ეთ-ი თ.სახოკიას გაგებული ჰქონდა საყრდენის, სიმაგრის მნიშვნელობით: ოსმალოს ჯარი ოზურგეთს იქით ვეღარ მიდიოდა, რადგან „გურულებს ამ ადგილას ზურგი ყოველთვის მაგრად ჰქონდათო“.

სპეციალისტთა ერთი ნაწილი ოზურგეთს ორ-ზურგ-ეთ-ად წარმოიდგენ: ორი ზურგი, ორი მთა. გ. ლომთათიძე, მაგალითად, დარწმუნებით წერდა, ოზურგეთი ორ-ზურგ-ეთ-ი-საგან მომდინარეობს, რადგან ქალაქი ორ მთას შუა იმყოფებაო. ი. სიხარულიძის მიხედვითაც ოზურგეთი ორ+ზურგ-ეთ-ი-საგან გვქონია მიღებული: აქ ორზურგიანი მთა არისო.

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ტოპონიმი ოზურგეთი (ო-ზურგ-ეთ-ი) ზანური (მეგრული) წარმოშობის სახელია და ნიშნავს: სა-ზურგ-ეთ-ი, სა-ბორცვ-ეთ-ი; ადგილი, სადაც ბევრი ბუნებრივი ბორცვია; მთაგორიანი ადგილები.

[რედაქტირება] გეოგრაფია

ოზურგეთი მდებარეობს მდინარეებს ნატანებსა და ბჟუჟს შორის, ვაკეზე, ზღვის დონიდან 80 მეტრზე. ოზურგეთში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13,6 °C, იანვრის — 4,8 °C, ივლისის — 22,3 °C. აბსოლუტური მინიმუმი — -19 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი — 41 °C. ნალექების წლიური ოდენობაა 2110 მმ. ქალაქში ოთხი მცირე მდინარე მიედინება (ბაზრისწყალი, აგიდაყვა, სკურჩა, შხვარაშხურა). მცირე მდინარეები, გარდა ბაზრისწყლისა თითქმის სრულიად დამარხულია. სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აკრავს მცირე სერები მოიდანახე და სერი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთიდან ექადიის გორაკი.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები