ზედუბანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ზედუბანი''' – სოფელი საქართველოში, [[ადიგენის მუნიციპალიტეტ...)
 

მიმდინარე ცვლილება 19:06, 2 მაისი 2024 მდგომარეობით

ზედუბანი – სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ჭეჭლას თემში, აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, მდინსრე ქვაბლიანის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1530-1600 მ სიმაღლეზე, დაბა ადიგენიდან 18 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.

მოსახლეობის რიცხოვნობა – 116, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – ქართველი (2002).

შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები.

რთული სიტყვისაგან შედგენილი ტოპონიმია. მაწარმოებელია სიტყვა „უბანი”. სიტყვის ნაწილი „ზედ” შეკვეცის შედეგადაა მიღებული. სოფელს ძველად „ზედაუბანი” უნდა რქმეოდა.


[რედაქტირება] წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები