მუხერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მუხერი, მუხერის ვულკანი''' – მთა [[ბორჯომის მუნიციპალიტეტი|ბ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მუხერი“ გადაიტანა გვერდზე „მუხერის ვულკანი“) |
09:52, 10 მაისი 2024-ის ვერსია
მუხერი, მუხერის ვულკანი – მთა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე, ძირითადი განაშენიანებული ტერიტორიის სამხრეთით, ზღვის დონიდან 1793.9 მ სიმაღლეზე. წარმოადგენს ვულკანურ კონუსს, ბაკურიანის ლავური ღვარის ამოფრქვევის ცენტრი. შემოსილია წიფლნარ-ნაძვნარი ტყეებით. ვულკანის ყოფილ კრატერში მოწყობილია სტადიონი.