ჩითახევი (მთა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ჩითახევი''' – მთა სამხრეთ საქართველოში, [[ბორჯომის მუნიციპ...) |
მიმდინარე ცვლილება 18:12, 19 მაისი 2024 მდგომარეობით
ჩითახევი – მთა სამხრეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეების ქვაბისხევის, ლიკანისხევისა და ჩითახევის (მტკვრის აუზი) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1446 მ. აგებულია პალეოცენური და ქვედაეოცენური მერგელებით, კირქვიანი ქვიშაქვებით, თიხებით, ტუფებით. იგი კონუსური ფორმისაა. მთაზე და მის შემოგარენში ფიჭვისა და მუხის შერეული ტყეა.