ურაველი (სოფელი)
| ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
| + | ==== სახელწოდება ==== | ||
| + | ხალხური [[ეტიმოლოგია|ეტიმოლოგიის]] მიხედვით ურაველი თურმე მოწონების წამოძახილისაგან მიგვიღია: „ორ ამხანაგს მდინარის ახლოს ვაკე მდელო მოსწონებია. ერთს უთქვამს: – „უ, რა ველია!“ მას შემდეგ იქ გაშენებულ სოფელსაც ურაველი დარქმევია“ ([[თქმულება]] ჩაწერა თამაზ შერმადინის ძე ინასარიძემ, სოფ [[ჭობარეთი (ასპინძის მუნიციპალიტეტი)|ჭობარეთი]]). ამავე პირს ჩაუწერია კიდევ ერთი გადმოცემა: „ყოფილან მეგობრები. წასულან და უნდა ნახონ სამოსახლოდ საუკეთესო ადგილები. ერთი დიდი მინდორი მოსწონებიათ. ერთად მოხნეს, დათესეს [[ხორბალი]], შემოდგომაზე ულეველი მოსავალი აუღიათ. დაურქმევიათ ურაველი“. | ||
| + | |||
| + | [[ტოპონიმი]] ურაველი ადამიანის სადაურობის მაჩვენებელი გეოგრაფიული სახელი ჩანს. ის იმგვარადვეა წარმოქმნილი, როგორც: ყვარელ-ი, სალებ-ელ-ი ღულ-ელ-ებ-ი, მაშასადამე, უნდა გავიგოთ როგორც „სოფელ ურავიდან ([[რაჭა]]) [[მესხეთი|მესხეთში]] საცხოვრებლად გადასული ადამიანი“, ურაველი ჯერ პიროვნული სახელი უნდა ყოფილიყო, რომელსაც შემდეგ სოფლის სახელწოდების აღნიშვნა უკისრია. | ||
| + | |||
| + | ჩვენი ვარაუდი ურაველის რაჭის სოფელ ურავი-საგან მომდინარეობის შესახებს ლინგვისტურ ასპექტშია წარმოდგენილი. იგი უფრო | ||
| + | მეტ დამაჯერებლობას შეიძენს, თუ ისტორიულად დადასტურდა რაჭის კუთხიდან [[სამცხე-ჯავახეთი|სამცხე-ჯავახეთში]] მოსახლეობის თუნდაც ნაწილობრივი მიგრაციის ცალკეული შემთხვევები. | ||
==იხილე აგრეთვე == | ==იხილე აგრეთვე == | ||
| ხაზი 8: | ხაზი 15: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]] | + | * [[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]] |
| + | * [[ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები]] | [[კატეგორია:საქართველოს სოფლები]] | ||
[[კატეგორია:სოფლები ახალციხის მუნიციპალიტეტში]] | [[კატეგორია:სოფლები ახალციხის მუნიციპალიტეტში]] | ||
[[კატეგორია:სოფლები სამხრეთ საქართველოში]] | [[კატეგორია:სოფლები სამხრეთ საქართველოში]] | ||
[[კატეგორია:სოფლები სამცხე-ჯავახეთის მხარეში]] | [[კატეგორია:სოფლები სამცხე-ჯავახეთის მხარეში]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:24, 31 მაისი 2024 მდგომარეობით
ურაველი – სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ურავლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1110-1295 მ სიმაღლეზე, ქ. ახალციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კმ მანძილზე, თემის ცენტრი (მუსხი, წყორძა, ხეოთი), ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტი. მოსახლეობის რიცხოვნობა – 768, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება (99 %) – ქართველი (2002). ამჟამად მუსხი და ურაველი უდიდესი დასახლებებია მდ. ურავლის ხეობაში. როგორც ფიქრობენ, სახელწოდება „ურაველი“ XIX საუკუნეში უნდა იყოს შერქმეული. ზოგჯერ ცუნქის სახელითაც იხსენიებენ. ურაველის მიდამოებში შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეების, აღმოჩენილია ლაპიდარული წარწერები.
[რედაქტირება] სახელწოდება
ხალხური ეტიმოლოგიის მიხედვით ურაველი თურმე მოწონების წამოძახილისაგან მიგვიღია: „ორ ამხანაგს მდინარის ახლოს ვაკე მდელო მოსწონებია. ერთს უთქვამს: – „უ, რა ველია!“ მას შემდეგ იქ გაშენებულ სოფელსაც ურაველი დარქმევია“ (თქმულება ჩაწერა თამაზ შერმადინის ძე ინასარიძემ, სოფ ჭობარეთი). ამავე პირს ჩაუწერია კიდევ ერთი გადმოცემა: „ყოფილან მეგობრები. წასულან და უნდა ნახონ სამოსახლოდ საუკეთესო ადგილები. ერთი დიდი მინდორი მოსწონებიათ. ერთად მოხნეს, დათესეს ხორბალი, შემოდგომაზე ულეველი მოსავალი აუღიათ. დაურქმევიათ ურაველი“.
ტოპონიმი ურაველი ადამიანის სადაურობის მაჩვენებელი გეოგრაფიული სახელი ჩანს. ის იმგვარადვეა წარმოქმნილი, როგორც: ყვარელ-ი, სალებ-ელ-ი ღულ-ელ-ებ-ი, მაშასადამე, უნდა გავიგოთ როგორც „სოფელ ურავიდან (რაჭა) მესხეთში საცხოვრებლად გადასული ადამიანი“, ურაველი ჯერ პიროვნული სახელი უნდა ყოფილიყო, რომელსაც შემდეგ სოფლის სახელწოდების აღნიშვნა უკისრია.
ჩვენი ვარაუდი ურაველის რაჭის სოფელ ურავი-საგან მომდინარეობის შესახებს ლინგვისტურ ასპექტშია წარმოდგენილი. იგი უფრო მეტ დამაჯერებლობას შეიძენს, თუ ისტორიულად დადასტურდა რაჭის კუთხიდან სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის თუნდაც ნაწილობრივი მიგრაციის ცალკეული შემთხვევები.