ფარახეთი
(ახალი გვერდი: '''ფარახეთი''' – მესტვირული ხელოვნებით (ერაძეები, ტოგონიძეები.)...) |
|||
| ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
==== სახელწოდება ==== | ==== სახელწოდება ==== | ||
| − | [[ეტიმოლოგია]] | + | [[ეტიმოლოგია]] უცნობია. მოსახლეობაში გავრცელებულია გადმოცემა, თითქოს ამ სოფლის ახლოს მდებარე ტყეში „უმალ“ მდგარა დიდი [[მუხა|მუხის]] ხე, რომლის ფუღუროდან ერთ ღარიბ მწყემსს დიდძალი ფული („ფარა“) ამოუღია, მაგრამ განძს მისთვის ბედნიერების ნაცვლად უბედურება მოუტანია: ღამით „კაჩაღები“ დასცემიან, მწყემსი მოუკლავთ და, თუ რამ ებადა, ფარასთან ერთად ისიც წაუღიათ. ეს გადმოცემა, აშკარად თვით ფარახეთის ხალხური გააზრიანების ნაყოფია, ამიტომ იგი [[ტოპონიმი]]ს შინაარსის გარკვევაში, რა თქმა უნდა, ვერ დაგვეხმარება. |
| − | სავარაუდოდ შეიძლება დაგვეშვა სიტყვა „ფარეხი“, რომელშიც -ეთ [[სუფიქსი]]ს დართვის შედეგად ფუძისეული [[ე]] [[ხმოვნები|ხმოვანი]] | + | სავარაუდოდ შეიძლება დაგვეშვა სიტყვა „ფარეხი“, რომელშიც -ეთ [[სუფიქსი]]ს დართვის შედეგად ფუძისეული [[ე]] [[ხმოვნები|ხმოვანი]] გაფართოებულა და [[ა]] ხმოვნად ქცეულა: ფარენ + ფარახ (შდრ. თიანეთური მიკროტოპონიმი ნაფარახლები). ისიც საინტერესოა, რომ [[მოხეური დიალექტი|მოხეურ დიალექტში]] [[ტერმინი|ტერმინ]] -ფარესს- სწორედ „ფარახი“ შეესატყვისება. მთის [[დიალექტი|დიალექტებსა]] და [[რაჭული დიალექტი|რაჭულ დიალექტს]] შორის კი, როგორც ცნობილია, ფონეტიკური თვალსაზრისით ბევრი რამ არის საერთო. საბოლოოდ ფარახეთი უნდა გავიაზროთ როგორც „საქონლის ფარების დასაყენებელი ადგილი“, „ფარეხების მოსაწყობი ადგილები“. თვალსაზრისი გამოუთქვამს დოც. მ. ალავიძეს (''იხ. მისი „აკაკის მოგზაურობა რჭა-ლეჩხუმში“, ქუთ., 1990 (II გამოც.), გვ. 107''). |
მიმდინარე ცვლილება 17:36, 31 მაისი 2024 მდგომარეობით
ფარახეთი – მესტვირული ხელოვნებით (ერაძეები, ტოგონიძეები.) ცნობილი სოფელი ზემო რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ახალი ჩორდი, სევა, შარდომეთი, ჭიბრევი). მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთზე. ზღვის დონიდან 1000 მეტრის სიმაღლეზე, ონიდან 13 კილომეტრში. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 49 ადამიანი.
[რედაქტირება] სახელწოდება
ეტიმოლოგია უცნობია. მოსახლეობაში გავრცელებულია გადმოცემა, თითქოს ამ სოფლის ახლოს მდებარე ტყეში „უმალ“ მდგარა დიდი მუხის ხე, რომლის ფუღუროდან ერთ ღარიბ მწყემსს დიდძალი ფული („ფარა“) ამოუღია, მაგრამ განძს მისთვის ბედნიერების ნაცვლად უბედურება მოუტანია: ღამით „კაჩაღები“ დასცემიან, მწყემსი მოუკლავთ და, თუ რამ ებადა, ფარასთან ერთად ისიც წაუღიათ. ეს გადმოცემა, აშკარად თვით ფარახეთის ხალხური გააზრიანების ნაყოფია, ამიტომ იგი ტოპონიმის შინაარსის გარკვევაში, რა თქმა უნდა, ვერ დაგვეხმარება.
სავარაუდოდ შეიძლება დაგვეშვა სიტყვა „ფარეხი“, რომელშიც -ეთ სუფიქსის დართვის შედეგად ფუძისეული ე ხმოვანი გაფართოებულა და ა ხმოვნად ქცეულა: ფარენ + ფარახ (შდრ. თიანეთური მიკროტოპონიმი ნაფარახლები). ისიც საინტერესოა, რომ მოხეურ დიალექტში ტერმინ -ფარესს- სწორედ „ფარახი“ შეესატყვისება. მთის დიალექტებსა და რაჭულ დიალექტს შორის კი, როგორც ცნობილია, ფონეტიკური თვალსაზრისით ბევრი რამ არის საერთო. საბოლოოდ ფარახეთი უნდა გავიაზროთ როგორც „საქონლის ფარების დასაყენებელი ადგილი“, „ფარეხების მოსაწყობი ადგილები“. თვალსაზრისი გამოუთქვამს დოც. მ. ალავიძეს (იხ. მისი „აკაკის მოგზაურობა რჭა-ლეჩხუმში“, ქუთ., 1990 (II გამოც.), გვ. 107).