მათემატიკური ფიზიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 11: ხაზი 11:
  
 
[[კატეგორია:მათემატიკა]]
 
[[კატეგორია:მათემატიკა]]
[[კატეგორია:მათემატიკის დარგები‏‎]]
 

მიმდინარე ცვლილება 14:05, 19 ივლისი 2024 მდგომარეობით

მათემატიკური ფიზიკამათემატიკის დარგი, რომელიც შეისწავლის ფიზიკური მოვლენების მათემატიკური მოდელების თეორიას; ამასთანავე, ძირითადად განიხილება მხოლოდ ის პროცესები (მოვლენები), რომლებიც აღიწერებიან კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებებით, აგრეთვე ინტეგრალური ან ინტეგრალურ-დიფერენციალური განტოლებებით. გარდა ამისა, ფიზიკური მოვლენების მათემატიკური მოდელების აღწერისას იყენებენ აგრეთვე ვარიაციულ მეთოდებს, პოტენციალის თეორიას, კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის მეთოდებს და მათემატიკის სხვა დარგებს.

მათემატიკური ფიზიკის მეთოდების განვითარებას და მათ წარმატებით გამოყენებას სხვადასხვა ფიზიკური მოვლენების შესწავლისას მიუძღვნეს თავიანთი ფუნდამენტური შრომები საქვეყნოდ ცნობილმა მეცნიერებმა; მათგან უპირველესნი არიან: ი. ნიუტონი, ჟ. ლაგრანჟი, ლ. ეილერი, დალამბერი, პ. ლაპლასი, ჟ. ფურიე, კ. გაუსი, ბ. რიმანი და მრავალი სხვ.


[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

მათემატიკური ფიზიკის წრფივი დიფერენციალური განტოლებები

[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები