საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა პოლონეთში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა პოლონეთში''' - 1919-1920 წლებში [[საქართველო|საქართველოს]] დიპლომატიური მისია ჰყავდა [[პოლონეთი|პოლონეთში]]. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მისია, რომელშიც შედიოდნენ: [[გიორგი სიდამონ-ერისთავი]] (მისიის მეთაური), [[სერგო ყურულიშვილი]] (მდივანი და კონსულის მოვალეობის შემსრულებელი), ნიკოლოზ ფერაძე (ლეგაციის [[ატაშე]]), 1919 წლის 14 ოქტომბერს ჩავიდა ქ. ვარშავაში.  
 
'''საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა პოლონეთში''' - 1919-1920 წლებში [[საქართველო|საქართველოს]] დიპლომატიური მისია ჰყავდა [[პოლონეთი|პოლონეთში]]. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მისია, რომელშიც შედიოდნენ: [[გიორგი სიდამონ-ერისთავი]] (მისიის მეთაური), [[სერგო ყურულიშვილი]] (მდივანი და კონსულის მოვალეობის შემსრულებელი), ნიკოლოზ ფერაძე (ლეგაციის [[ატაშე]]), 1919 წლის 14 ოქტომბერს ჩავიდა ქ. ვარშავაში.  
  
მისიის მიზანი იყო კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება პოლონეთსა და საქართველოს შორის, ასევე ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განმტკიცება. ქართველი დიპლომატების მოღვაწეობის მთავარი შედეგი იყო ის, რომ პოლონეთის მთავრობამ [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე იურე დამოუკიდებლობის აღიარება|საქართველოს დამოუკიდებლობა დე იურედ ცნო]]. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთმა იურიდიულად ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, საელჩო იქ ოფიციალურად არ გახსნილა. [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ|რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ოკუპაციის]] შემდეგ, 1922 წლის მეორე ნახევარში, ქ. ვარშავაში გაიგზავნა არაოფიციალური წარმომადგენელი, რომელსაც ქართველი ლტოლვილებისთვის, რომელთა რიცხვი პოლონეთში განსაკუთრებით დიდი იყო, ხელმძღვანელობა და პატრონობა უნდა
+
მისიის მიზანი იყო კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება პოლონეთსა და საქართველოს შორის, ასევე ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განმტკიცება. ქართველი დიპლომატების მოღვაწეობის მთავარი შედეგი იყო ის, რომ პოლონეთის მთავრობამ [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე იურე დამოუკიდებლობის აღიარება|საქართველოს დამოუკიდებლობა დე იურედ ცნო]]. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთმა იურიდიულად [[საერთაშორისო-სამართლებრივი ცნობა|ცნო]] საქართველოს დამოუკიდებლობა, საელჩო იქ ოფიციალურად არ გახსნილა. [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ|რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ოკუპაციის]] შემდეგ, 1922 წლის მეორე ნახევარში, ქ. ვარშავაში გაიგზავნა არაოფიციალური წარმომადგენელი, რომელსაც ქართველი ლტოლვილებისთვის, რომელთა რიცხვი პოლონეთში განსაკუთრებით დიდი იყო, ხელმძღვანელობა და პატრონობა უნდა
 
გაეწია. პოლონეთის მთავრობამ მიიღო 30 იუნკერი, 40 ოფიცერი ოჯახებითურთ, მისცა მათ არა მარტო თავშესაფარი, არამედ განათლება და სამსახური. წარმომადგენელი ამავე დროს ვარშავის ქართული საზოგადოების თავმჯდომარეც იყო. მას მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რადგან პოლონეთის მთავრობა დიდი ყურადღებითა და სიმპათიით ეპყრობოდა [[ქართველები|ქართველებს]].  
 
გაეწია. პოლონეთის მთავრობამ მიიღო 30 იუნკერი, 40 ოფიცერი ოჯახებითურთ, მისცა მათ არა მარტო თავშესაფარი, არამედ განათლება და სამსახური. წარმომადგენელი ამავე დროს ვარშავის ქართული საზოგადოების თავმჯდომარეც იყო. მას მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რადგან პოლონეთის მთავრობა დიდი ყურადღებითა და სიმპათიით ეპყრობოდა [[ქართველები|ქართველებს]].  
  
ხაზი 7: ხაზი 7:
 
ისტორიის მქონე [[სახელმწიფო|სახელმწიფოს]] ეროვნულ [[არმია|არმიაში]] და საპატიო პოლონური საბრძოლო ჯილდოებიც დაიმსახურეს.
 
ისტორიის მქონე [[სახელმწიფო|სახელმწიფოს]] ეროვნულ [[არმია|არმიაში]] და საპატიო პოლონური საბრძოლო ჯილდოებიც დაიმსახურეს.
  
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::'''''ლელა სარალიძე'''''
+
'''''ლელა სარალიძე'''''
  
 
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==

მიმდინარე ცვლილება 15:54, 23 ივლისი 2024 მდგომარეობით

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა პოლონეთში - 1919-1920 წლებში საქართველოს დიპლომატიური მისია ჰყავდა პოლონეთში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მისია, რომელშიც შედიოდნენ: გიორგი სიდამონ-ერისთავი (მისიის მეთაური), სერგო ყურულიშვილი (მდივანი და კონსულის მოვალეობის შემსრულებელი), ნიკოლოზ ფერაძე (ლეგაციის ატაშე), 1919 წლის 14 ოქტომბერს ჩავიდა ქ. ვარშავაში.

მისიის მიზანი იყო კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება პოლონეთსა და საქართველოს შორის, ასევე ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განმტკიცება. ქართველი დიპლომატების მოღვაწეობის მთავარი შედეგი იყო ის, რომ პოლონეთის მთავრობამ საქართველოს დამოუკიდებლობა დე იურედ ცნო. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთმა იურიდიულად ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, საელჩო იქ ოფიციალურად არ გახსნილა. რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1922 წლის მეორე ნახევარში, ქ. ვარშავაში გაიგზავნა არაოფიციალური წარმომადგენელი, რომელსაც ქართველი ლტოლვილებისთვის, რომელთა რიცხვი პოლონეთში განსაკუთრებით დიდი იყო, ხელმძღვანელობა და პატრონობა უნდა გაეწია. პოლონეთის მთავრობამ მიიღო 30 იუნკერი, 40 ოფიცერი ოჯახებითურთ, მისცა მათ არა მარტო თავშესაფარი, არამედ განათლება და სამსახური. წარმომადგენელი ამავე დროს ვარშავის ქართული საზოგადოების თავმჯდომარეც იყო. მას მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რადგან პოლონეთის მთავრობა დიდი ყურადღებითა და სიმპათიით ეპყრობოდა ქართველებს.

პოლონეთის საგარეო პოლიტიკა არ იყო დამოუკიდებელი, იგი უფრო მეტად საფრანგეთზე იყო ორიენტირებული, რადგან გერმანიასა და რუსეთს შორის მოქცეულს მეტისმეტი სიფრთხილის გამოჩენა უწევდა. საქართველოსადმი დიდი სიმპათიით განწყობილმა პოლონეთის მარშალმა, იუზუფ პილსუდსკიმ, ოსმალეთში თავისი ელჩის - ბარანოვსკისა და სამხედრო ატაშეს - პოლკოვნიკ ლეონ ბობიცკის საშუალებით, ქართველ ემიგრანტებს პოლიტიკური თავშესაფარი ჯერ კიდევ 1921 წელს შესთავაზა. ოფიციალური მიწვევის შემდეგ პოლონეთში სამასამდე ქართველი ჩავიდა. პოლონეთში ემიგრირებულ ქართველთა შორის რჩეული სამხედრო მოღვაწეები იყვნენ. მათ შორის: გენერლები - ალექსანდრე ზაქარიაძე, ივანე ყაზბეგი, ზაქარია ბაქრაძე, ალექსანდრე ჩხეიძე, ალექსანდრე კონიაშვილი და კირილე ქუთათელაძე, აგრეთვე ცხრა პოლკოვნიკი, თერთმეტი მაიორი და ცხრა კაპიტანი. მათ ერთგულად იმსახურეს ევროპის ამ მშვენიერი და დიდი ისტორიის მქონე სახელმწიფოს ეროვნულ არმიაში და საპატიო პოლონური საბრძოლო ჯილდოებიც დაიმსახურეს.

ლელა სარალიძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური საისტორიო არქივი, ჰარვარდის უნივ. მიკროფ. ასლები, საქ. 708;
  • ლ. სარალიძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიები დასავლეთ ევროპაში 1918-1921 წ. წ., დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, თბ., 1994;
  • ნ. ჯავახიშვილი, წარუშლელი ფურცელი საქართველო-პოლონეთის ურთიერთობის ისტორიაში (1918-1921 წწ. ), ჟურნ. „ქართული დიპლომატია“, წე-
  • ლიწდეული, ტ. VIII, თბ., 2001.


[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები