ტიანძინის ხელშეკრულებები 1858-85

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ტიანძინის ხელშეკრულებები 1858-85''' – ხელშეკრულებათა წყება, რომ...)
 
(იხილე აგრეთვე)
ხაზი 17: ხაზი 17:
  
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==
[[ნანკინის ხელშეკრულება 1842]]
+
* [[ნანკინის ხელშეკრულება 1842]]
[[პუტიატინის მისია 1857-58]]
+
* [[პუტიატინის მისია 1857-58]]
ამერიკა-ჩინეთის ხელშეკრულებები და შეთანჩმებები 1844-48
+
* ამერიკა-ჩინეთის ხელშეკრულებები და შეთანჩმებები 1844-48
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

16:01, 14 აგვისტო 2024-ის ვერსია

ტიანძინის ხელშეკრულებები 1858-85 – ხელშეკრულებათა წყება, რომელიც ჩინეთს თავს მოახვიეს ინგლისმა, საფრანგეთმა, აშშ-მა და რუსეთმა მეორე „ოპიუმის ომის“ დროს (1856-60). 1839-42 ინგლის-ჩინეთის ე.წ. პირველი „ოპიუმის“ ომის შემდეგ ჩინეთის ხელისუფლებასთან ხელშეკრულებები გააფორმეს ინგლისმა, საფრანგეთმა და აშშ-მა, რასაც შედეგად მოჰყვა უცხოური კაპიტალის შეჭრა ჩინეთში. ამან ხელი შეუწყო ცინის იმპერიის შინაგანი კრიზისის გაღრმავებას.

დაიწყო ტაიპინელთა აჯანყება (1850-64). ევროპული ქვეყნებისა და აშშ-ის მმართველმა წრეებმა გადაწყვიტეს გამოეყენებინათ შექმნილი ვითარება და ცინის საიმპერატორო კარისათვის ახალი დათმობები გამოეძალათ. ინგლისი ცდილობდა დაეკანონებინა ჩინეთში ოპიუმის შეტანა, მოეპოვებინა თავისი დიპლომატიური წარმომადგენლებისათვის პეკინში მუდმივად ყოფნის უფლება, ინგლისის ვაჭრობისათვის გაეხსნა მდინარე იანძის აუზი და ახალი საზღვაო პორტები, გარდა ამისა, ცინის მთავრობა პოლიტიკურადაც ეკონტროლებინა. იანძის აუზში შეღწევა ამერიკელთა გეგმებშიც შედიოდა. საფრანგეთის მთავრობა მოითხოვდა ჩინეთის შიდა რაიონებში მისიონერული მოღვაწეობის ლეგალიზებას. რუსეთს აწუხებდა ჩინეთ-რუსეთის საზღვრის საკითხი, მოითხოვდა აგრეთვე ჩინეთთან საზღვაო ვაჭრობის უფლებას.

ცინის ხელისუფლებამ უარი განაცხადა მიეღო ლონდონის ახალი მოთხოვნები, რის გამოც ინგლისმა 1856 წლის ოქტომბერში დაბომბა გუანჯოუ. ამით მან სათავე დაუდო ე.წ. მეორე „ოპიუმის“ ომს (1856-60). მალე ომში საფრანგეთიც ჩაერთო. 1858 წლის 26 მაისს ინგლისისა და საფრანგეთის საექსპედიციო ჯარები ტიანძინში შევიდნენ. ცინის მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადა დასავლეთის სახელმწიფოთა წინაშე და მოლაპარაკების გასამართავად რწმუნებულები გაგზავნა ტიანძინში. რუსეთი შეაშფოთა პეკინზე ინგლისის გავლენის გაძლიერებამ და გადაწყვიტა შუამავლად გამოსულიყო მოლაპარაკებებზე. ეს დიპლომატიური მისია დაეკისრა ე. ვ. პუტიატინს.

სარჩევი

ამერიკა-ჩინეთის ხელშეკრულება

დაიდო ტიანძინში 1858 წლის 18 ივნისს. აშშ-მა ისარგებლა ინგლის-საფრანგეთსა და ჩინეთს შორის გაჩაღებული ომით და აიძულა ცინის საიმპერატორო კარი მნიშვნელოვნად გაეფართოებინა აშშ-ის პრივილეგიები ჩინეთში. ეს პრივილეგიები მან მიიღო 1844 ვანსიანის ხელშეკრულებით. ამერიკის ვაჭრობისათვის იხსნებოდა შანხაის, ნინბოს, ფუჯოუს, სიამინის, გუანჯოუს, ტაინანისა (კუნძული ტაივანზე) და შანტოუს ნავსადგურები. ღია ნავსადგურებში აშშ-ს შეეძლო დაენიშნა თავისი კონსულები. ამერიკულ ხომალდებს შეეძლოთ ესარგებლათ ჩინური ნავსადგურებით, როცა რემონტი ან საწვავისა და სურსათ-სანოვაგის შევსება დასჭირდებოდათ. აშშ-ის მოქალაქეებს უფლება ეძლეოდათ ღია ნავსადგურებში იჯარით აეღოთ მიწა, სახლები, სავაჭრო მოედნები და ა.შ. ტიანძინის ხელშეკრულება ჩინეთში ამერიკელთა საკუთრების ხელშეუხებლობის გარანტიას იძლეოდა. უცხოელთა წინააღმდეგ შესაძლო გამოსვლებზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ადგილობრივ ხელისუფლებას. ხელშეკრულების მიხედვით, აშშ-სა და ცინის მთავრობას შორის პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობები იზღუდებოდა (ამერიკის წარმომადგენლებს პეკინთან მხოლოდ თავისუფალი მიმოწერის უფლება ჰქონდათ, დედაქალაქში ჩასვლა კი წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეეძლოთ). ეს შეზღუდვა ხელმოწერიდან უკვე რამდენიმე დღის შემდეგ გაუქმდა. რადგანაც ინგლისმა და საფრანგეთმა ჩინეთთან დადებული ხელშეკრულებით მოიპოვეს უფლება პეკინში იყოლიონ მუდმივი დიპლომატიური მისია. ეს უფლება გავრცელდა აშშ-სა და რუსეთზეც.

ინგლის-ჩინეთის ხელშეკრულება

ხელი მოაწერეს 1858 წლის 26 ივნისს ტიანძინში. ხელშეკრულების თანახმად ჩინეთს ევალებოდა პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება ინგლისთან, ორივე მხარეს უნდა გაეცვალა მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლები. ამ უფლებით XIX ს-ის 70-იან წლებამდე ფაქტობრივად მხოლოდ ინგლისი სარგებლობდა. ჩინეთში ინგლისის დესპანსა და მის ამალას მთელ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილების უფლება ჰქონდა. მათზე ვრცელდებოდა ყველა ის პრივილეგია, რაც ჰქონდათ ელჩებს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ჩინეთისათვის გაცილებით მძიმე აღმოჩნდა მიენიჭებინა ინგლისის ქვეშევრდომთათვის უფლება, ემოგზაურათ „საკუთარი სიამოვნებისა თუ სავაჭრო საჭიროების მიზნით“ ჩინეთის შიდა ოლქებსა და პროვინციებში. ინგლისურ გემებს კი ეცურათ და ევაჭრათ მდინარე იანძიზე, ამ მდინარის სანაპიროზე, სადაც ჩინეთის ჯარები გააფთრებულ ბრძოლას აწარმოებდნენ ტაიპინელთა სახელმწიფოს წინააღმდეგ, ინგლისელთათვის უნდა გახსნილიყო სამი „შესასვლელი ნავსადგური“. ასეთ ნავსადგურებად განისაზღვრა ქალაქები: ჯენძიანი, ძიუძიანი და ხანკოუ. ამ გზით ცინის მთავრობა ცდილობდა მოეპოვებინა ინგლისის (აგრეთვე აშშ-ისა და საფრანგეთის) მხარდაჭერა აჯანყების წინააღმდეგ ბრძოლაში. ხუთი ნავსადგურის გარდა, რომლებიც მოიპოვა ინგლისმა 1842 ნანკინის ხელშეკრულებით, ამ ქვეყნისათვის იხსნებოდა ნავსადგურები: ჩიფუ (შანდუნის ნახევარკუნძულზე), ნიუჯუანი (ლიაოდუნის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში), შანტოუ (გუანდუნის პროვინციაში), აგრეთვე ორი ნავსადგური ტაივანისა და ხაინანის კუნძულებზე. ყველა ამ პუნქტში ინგლისელებს შეეძლოთ არა მარტო ვაჭრობა. არამედ დასახლება, სახლების ყიდვა, მიწის იჯარით აღება, ეკლესიებისა და ჰოსპიტლების აგება, სასაფლაოების შექმნა, ჩინეთში ინგლისის ქვეშევრდომებს საკონსულო იურისდიქციის უფლება ეძლეოდათ. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ჩინეთის მიერ საბაჟო და სატრანზიტო გადასახადების შემცირებას. ინგლისის სამხედრო გემებს ნება ეძლეოდათ თავისუფლად შესულიყვნენ ყველა ნავსადგურში, რომელსაც ჩინეთის იმპერატორი ფლობდა, მაგრამ სავაჭრო გემებს მხოლოდ ღია ნავსადგურებში შეეძლოთ შესვლა. ხელშეკრულებას თან ერთოდა „სეპარატული მუხლი“, რომლის მიხედვითაც ჩინეთს ინგლისისათვის უნდა გადაეხადა კონტრიბუცია 4 მლნ ტაელის ოდენობით. მხოლოდ ამ თანხის მიღების შემთხვევაში გაიყვანდა დიდი ბრიტანეთი თავის ჯარებს გუანჯოუდან.



იხილე აგრეთვე

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები